ახალი რეგულაციების მიხედვით მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ არ არის წარმოდგენილი ენერგოეფექტურობის დეკლარაცია, რომლითაც დასტურდება, რომ შენობა აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს (MERPs).
თუმცა, ამით არ შემოიფარგლება ენერგოეფექტურობის საკითხი. მშენებლობის დასრულების შემდგომ, მისი ექსპლუატაციაში მიღებისთვის დაგჭირდებათ უკვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი (EPC).
ამდენად, საჭიროა ორივე ამ დოკუმენტის მომზადება, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რათა ჯერ აიღოთ ნებართვა და შემდგომ შეძლოთ დასრულებული მშენებლობის მიღება ექსპლუატაციაში.
ვინ ამზადებს ენერგოეფექტურობის დეკლარაციას? დაგვიკავშირდით: 555 38 18 89