ტექნოლოგიურმა განვითარებამ არქიტექტურული დიზაინის ტრენდებიც შეცვალა და ისინი სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა. უახლესი დეკადის განმავლობაში, ადამიანთა უმეტესი ნაწილი ისეთი სახლის დიზაინს ირჩევს, რომელიც თანამედროვე ელემენტებით იქნება გაჯერებული და კომფორტის სრულიად სხვა თავისებურებებს გამოავლენს.
ადამიანებს უყვართ სიმშვიდე და განმარტოება იმ დამღლელი და ხმაურიანი რუტინისგან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გარდაუვალი ნაწილია აქტიური ცხოვრების წესის. ამიტომაც, უმეტესი ნაწილი არჩევს ისეთ ადგილას ააშენოს სახლი, რომელიც ამ ყველაფრისგან ცოტა მოშორებით, მომაღლებულ ადგილას იქნება.
რა ხდის თანამედროვე სახლების დიზაინს ასე განსაკუთრებულს და განსხვავებულს სხვებისგან? – ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედაც, რომ ადგილმდებარეობაა, რომელიც ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახლის დიზაინში. მაგალითად, SAOTA– ს მიერ შექმნილი სახლები, თითქმის ყოველთვის, აშენებულია სადღაც კლდეზე, ოკეანის მაღლა, ან კლდოვან სანაპიროზე, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისიამოვნოს განსაცვიფრებელი ხედებითა და რელაქსაციური ხმებით, რომლებიც ოკეანის ტალღებს მოაქვთ. ბუნება ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს სახლის დიზაინზე.
სტილზე საუბარს შემდეგი კრიტერიუმი მოყვება. სტილი არქიტექტურაში. ეს კიდევ ერთი რამაა, რაც მკაცრად უკავშირდება ვინმეს პიროვნებას. უნდა აღიაროთ, როცა ვინმეს სტილი აქვს, ეს ყველასთვის ცხადია, ამიტომაც, როდესაც ვირჩევთ არქიტექტორს, პირველ რიგში, ჩვენ ვნახულობთ მისი აშენებული სახლების სტილს. ხოლო თუკი მისი სტილი ჩვენსას ემთხვევა, ან უბრალოდ ასეთი სტილი მოგვწონს, ჩვენ სწორედ მას ავირჩევთ, ვინც ჩვენს სურვილებს დააკმაყოფილებს.
როდესაც თანამედროვე სახლებს ვხედავთ, ჩვენ აუცილებლად გაოცებულები ვრჩებით, ან იმისგან, რომ ძალიან მოგვწონს, ან იმისგან, რომ საშინლად არ მოგვწონს. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ “გაოცების ფაქტორი”.
ამიტომაც, თანამედროვე სახლები ყოველთვის იქცევს ყურადღებას. მათში ყოველთვისაა რაღაც იდუმალი და ამოუცნობი, რაღაც ისეთი, რის შესახებაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, სიმშვიდისა და კომფორტის იმდენად მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ ჯერ არ გამოგვიცდია.
წინა ფასადი ალბათ ყველა სახლის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მით უმეტეს, თუკი თქვენი სახლი საჯარო სივრცეშია და ირგვლივ საკმაოდ დიდი სამეზობლო გყავთ. თანამედროვე დიზაინის მიმართულებების ერთ-ერთი კრიტერიუმიც სწორედ ფასადზე ზრუნვაა. არქიტექტორები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ლამაზ სახლს ჩადგამს თქვენს სამეზობლოში და ეს საოცრად ჯანსაღი კონკურსია. ამიტომაც შეეცადეთ თქვენ იყოთ საუკეთესო.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის წინა ფასადი, გარკვეულწილად, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი უკანა მხარე. ამაში თანამედროვე არქიტექტორები ნაწიობრივ დაგვეთანხმებოდნენ, რადგან სახლის შემოგარენზე, უფრო კონკრეტულად კი, მის უკანა ეზოზე ზრუნვა ახალ გამოწვევად იქცა.
ტერასები, საცურაო აუზები, ყვავილების ბაღები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც სახლის უკანა მხარეს შეგიძლიათ იქონიოთ და ცხოვრება კიდევ უფრო გაილამაზოთ სიკომფორტითა და მშვენიერებით.
ნუ დაგვავიწყდება ის ადამიანებიც, ვისთვისაც კომფორტისთვის ისიც საკმარისია, რომ პატარა, მყუდრო სახლში ცხოვრობდეს თავის პატარა ოჯახთან ერთად ან სულაც – მარტო.
ასეთ სახლებში არქიტექტორები, ძირითადად, ცდილობენ მინიმალისტური ელემენტების შეტანას, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რა საჭიროა უზარმაზარი სათავსოები და დარბაზები? – ახლა შეგიძლიათ ყველაფერი რუბიკის კუბიკის ზომის სახლში თავისუფლად დაატიოთ.
არქიტექტურული დიზაინის შექმნისას გამოყენებული ტექნიკა განვითარებას ელვის სისწრაფით განაგრძობს და უახლოესი დეკადის განმავლობაში დამკვეთები უფრო მეტს მოელიან არქიტექტორებისგან. ინოვაციებმა მსოფლიო დაიპყრო, შესაბამისად ადამიანებს ისე, როგორც არასდროს მათი შეცნობის სურვილი იპყრობს.
ტრენდული ხდება ტრადიციული ელემენტების თანამადროვე სტილში გარდაქმნა, ეკომეგობრული გარემოს შექმნა და ახალ-ახალი მასალის პრაქტიკაში დანერგვა. მალე სამყარო სულ სხვანაირ იერსახეს შეიძენს და კაცობრიობის განვითარება სხვა ეტაპზე გადავა.