რემონტის შემდეგ – სახლის დასუფთავება & ბინის დალაგება
დაჭრილი აგური
დაჭრილი აგური – საუკეთესო ფასი
September 16, 2022
განათების სისტემები
განათების სისტემები ბიზნესისთვის
April 2, 2023
რემონტის შემდეგ

რემონტის შემდეგ ბინის დალაგება გსურთ?

რემონტის შემდეგრემონტის შემდგომი დასუფთავება საკმაოდ რთული ამოცანაა. მტვერი, ნამსხვრევები, საღებავის ლაქები, წებო- ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რასაც სახლის თუ ოფისის გარემონტების შემდეგ ვიღებთ.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ფრთხილად იყავით სამშენებლო სამუშაოების დროს ყოველთვის რჩება საღებავის წვეთები და მტვრის სქელი ფენა. არ აქვს მნიშვნელობა სრული რემონტი ჩაატარეთ თუ ნაწილობრივი, ნებისმიერი მსგავსი ჩარევა იწვევს სივრცის დაბინძურებას, რაც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ დალაგებას.

სწორედ რემონტის შემდგომი დასუფთავებით იღებთ იმ საბოლოო შედეგს, რასაც მოუთმენლად ელოდით მთელი ამ პროცესის დროს. უმჯობესია, ეს უსიამოვნო საქმე მიანდოთ მათ, ვინც იცის როგორ გაუმკლავდეს რემონტის მიერ დატოვებულ სამუშაოებს.

საიდან დავიწყოთ სახლის დასუფთავება?

უნდა აღინიშნოს, რომ თუ დამოუკიდებლად აპირებთ სახლის ან ოფისის დასუფთავებას, ამისთვის დიდი დრო და ფინანსები დაგჭირდებათ. მით უმეტეს თუ თქვენ გიწევთ ყველა საჭირო ინდივიდუალური საწმენდი ნაერთების ყიდვა. ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რემონტის შემდგომი დასუფთავებაც საჭიროებს ცოდნას, რადგან თავიდან აირიდოთ მასალების დაზიანება არასწორი გაწმენდით.

პირველი ნაბიჯი, რომლითაც უნდა დაიწყოთ არის ფანჯრების გაღება და სახლის განიავება წებოს, თაბაშირის, ხის და სხვა სპეციფიკური სუნის მოსაშორებლად. შემდეგ ფრთხილად მოაცილეთ ავეჯს გადასაფარებლები და ნელ-ნელა დაიწყეთ დასუფთავება ჭერიდან ქვემოთ. კედლების გაწმენდა შეგიძლიათ მშრალი ან ნესტიანი ქსოვილით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რით არის დაფარული – საღებავით თუ შპალერით. დარწმუნდით, რომ არც ერთი კუთხე, ავეჯი თუ კედელი არ გამოგრჩებათ.

დასუფთავების სამუშაო გეგმა

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის შენობის დასუფთავება გიწევთ, სამუშაო გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყვეთ, რათა გაიმარტივოთ წმენდის პროცესი, თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირია:

  • სამშენებლო ნარჩენების მოგროვება, შეფუთვა, გატანა და შენობის წინასწარი გაწმენდა.
  • მტვრის მოშორება ყველა ზედაპირიდან, პროფესიონალური მტვერსასრუტითა და სპეციალიზებული ხელსაწყოებით.
  • ყველა ზედაპირიდან სამშენებლო მასალების ნარჩენებისა და ლაქების მოშორება.
  • იატაკის მორეცხვა და გახეხვა.
  • ყველა ზედაპირის, ასევე ავეჯის შიგნიდან და გარედან სველი წმენდა.
  • სველი წერტილების რეცხვა და გაწმენდა დეზინფექციით.
  • ავეჯის ქსოვილის ქიმწმენდა.
  • ფანჯრების რეცხვა და გაპრიალება (ორივე მხრიდან).

რემონტის შემდგომი დასუფთავება ყოველთვის დაიწყეთ ეტაპობრივად- ყველაზე დიდით და დაასრულეთ ყველაზე პატარა ნივთით.

ზოგადი რჩევები

  • ფანჯრის პანელების კიდეებზე საღებავის კვალი შეგიძლიათ გააქროთ ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლად დასველებული ბამბის დისკის გამოყენებით.
  • აბაზანის ფილები ჯერ უნდა გაიწმინდოს მშრალი ქსოვილით და შემდეგ ჩატარდეს მისი სველი წმენდა.
  • თუ დასუფთავებისას სილიკონის კვალს აღმოაჩენთ მის გასასუფთავებლად ნუ გამოიყენებთ სველ ქსოვილს. დაელოდეთ მის გაშრობას და შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ საფხეკით.
  • თუ სარემონტო სამუშაოების შემდეგ გიჭირთ ლაქის მოშორება, სცადეთ ამიაკისა და წყლის ხსნარი.
  • თუ ახალი საღებავის სუნი გაღიზიანებთ, ოთახში დადეთ საცხობი სოდა. ის ადვილად შთანთქავს უსიამოვნო არომატს.

ამრიგად, რემონტის შემდგომი დასუფთავება მთელ თქვენს ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, რათა არც ერთი კუთხე არ დარჩეს უყურადღებოდ. ყოველივე ამის შემდეგ კი შეგიძლიათ დატკებთ რემონტის შედეგით.

პროფესიონალების დახმარება გსურთ – მიმართეთ ჰიგიენ სერვის.