გარკვეულ დროის მონაკვეთებში, ყველა ბინა საჭიროებს რემონტს, რაც ხანდახან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ ხარჯების შესამცირებლად, უკვე ბევრ ქვეყანაში დაინერგა ტრადიცია, როდესაც საკუთარ ბინას ადამიანები თავად არემონტებენ.
ეს არ არის ადვილი პროცესი, თუმცა დაბალ ბიუჯეტიანია და საკმაოდ საინტერესოც შეიძლება გახდეს. დამხმარეების აყვანა მხოლოდ და მხოლოდ ისეთ სამუშაოებზე მოგიწევთ, რასაც პროფესიონალი სჭრიდება.
პირველ რიგში, სანამ დაიწყებთ უშუალოდ რემონტის გაკეთებას, მოითათბირეთ ოჯახის წევრებთან – ერთხმად გადაწყვიტეთ რისი შეცვლა გსურთ, რა საჭიროებს განახლებას, როგორი დიზაინი გსურთ თქვენი ახალი ბინისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სარემონტო მასალის შეძენა.
როდესაც ყველა სარემონტო მასალას შეიძენთ, აუცილებელი არ არის, რომ ბინა დატოვოთ, მასში პარალელურად ცხოვრებაც შესაძლებელი იქნება.
პირველ რიგში, უნდა დაიწყოთ გაყვანილობების შეცვლით, რაც გულისხმობს ელექტროობასა და სანტექნიკას. ამ კონკრეტულის შეცვლისას, დაგჭირდებათ პროფესიონალის აყვანა, თუმცა დარწმუნებული იქნებით იმაში, რომ შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში, თქვენს ბინას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
დაამონტაჟეთ თბო-იზოლაცია ჭერსა და კედლებში, რათა სახლმა ზამთარში სითბო, ხოლო ზაფხულში სიგრილე შეინარჩუნოს.
თუკი რემოდელირებისას აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობთ, მაშინ მოანგრიეთ იმდენი, რამდენიც საჭირო გახდება იმისთვის, რომ ყველა გაყვანილობა საფუძვლიანად შეცვალოთ.
დახურეთ კედლები გიფსო-კარდონით. გამოიყენეთ, სპეციალური, ნესტ-გამძლე გიფსო-კარდონი სველი წერტილებისთვის.
დააინსტალირეთ სასურველი ნაკეთობის ფანჯრები და თქვენ დაინახავთ, რომ მთავარი საქმე უკვე უკან მოიტივეთ.
შიდა კარების დამონტაჟება, როგორც წესი, კოსმეტიკური სამუშაოების პროცესში ხდება. აირჩიეთ სასურველი დიზაინი და მატერია შიდა ოთახებისთვის.
ხოლო, რაც შეეხება გარე, შემოსასვლელ კარს, უმჯობესია, თუკი ის რკინის იქნება, რადგან ამით ბინის უსაფრთხოების დონე მოიმატებს.
ყველა ეს სამუშაო უნდა შესრულდეს ბოლოს ან იატაკის დაგებამდე.
იატაკს რაც უფრო გვიან დააგებთ, მით უკეთესი იქნება, რადგან ამით თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ დაზიანებებს.
მისი დიზაინი და მასალა აბსოლუტურად თქვენი გადასაწყვეტია. გაითვალისწინეთ თქვენი ბინის გარემო ფაქტორები და ამის მიხედვით შეარჩიეთ იდეალური ვარიანტი.
დამატებით ნიუანსებში იგულისხმება დეკორაციები – ჭაღების შეცვლა, ავეჯის დადგმა, ქოთნის მცენარეებით გაფორმება და ყველაფერი ის, რაც თქვენი კრეატიულობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.