განათების სისტემები არსებით როლს თამაშობენ ზოგიერთი ბიზნესის საქმიანობაში, მათ შორის სუპერმარკეტებში, სამშენებლო პროდუქციის მაღაზიაში და სხვადასხვა კომერციულ ობიექტზე.
განათება უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს ოფისებსა და სამუშაო სივრცეებშიც, ამიტომ აუცილებელია სწორად შევარჩიოთ განათება და ამავდროულად არ დაუშვათ შეცდომები განათების მონტაჟის დროს.
კვლევებმა აჩვენა, რომ განათება დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ სამუშაო სივრცეზე, არამედ – მცენარეების ზრდაზეც.
განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში. დადასტურებულია, რომ ხელოვნური განათება, რომელსაც ბუნებრივი შუქის მსგავსად შეუძლია შეიცვალოს ინტენსივობა და ფერი, დადებით გავლენას ახდენს ჩვენი ძილის რეჟიმზეც.
გარდა იმისა, რომ სინათლე გვეხმარება დანახვაში, ის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისათვის.
ასე რომ, სამუშაო სივრცეში ბუნებრივ და ხელოვნურ შუქს შორის ბალანსის უზრუნველყოფას შეუძლია გააუმჯობესოს თანამშრომლების პროდუქტიულობა და კონცენტრაცია.
განათება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროშიც. აქ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სწორი სტანდარტების დაცვა, არამედ ისიც, რომ განათების ფერსა და ინტენსივობას დადებითი გავლენა ჰქონდეს ადამიანების განწყობაზე.
კარგი განათება პაციენტებს ეხმარებათ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში, ხოლო საავადმყოფოს პერსონალს საშუალებას აძლევს, უკეთ შეასრულონ თავიანთი საქმე. სწორ განათებას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს პერსონალის, ვიზიტორებისა და პაციენტების განწყობა, შეამციროს სტრესი და გამოიწვიოს დადებითი ემოციები, სამედიცინო დაწესებულებებში ყოფნის დროს.
LED ნათურებსი დაგეხმარებათ გახადოთ შენობა ენერგოეფექტური – გამოიყენებთ ნაკლებ ელექტროენერგიას თქვენი სივრცის განათებისთვის.
LED განათება ბევრად უკეთესია, ვიდრე – ფლუორესცენტური, რადგან ის მოიხმარს 80%-ით ნაკლებ ენერგიას და ძლებს 10-ჯერ მეტხანს.
როდესაც თქვენს ბიზნესში გადაერთვებით LED განათებაზე, შეგიძლიათ დაზოგოთ ფული ელექტროენერგიის გადასახადზე და ამასთანავე დაეხმაროთ გარემოს. განათებას შეუძლია გამოიყენოს კომერციული შენობის ელექტროენერგიის დაახლოებით 50%.
იმის გამო, რომ განათებას შეუძლია გამოიყენოს კომერციული შენობის ელექტროენერგიის დაახლოებით 50%, მნიშვნელოვანია მისი კონტროლი.
კონტროლის გამოყენებით შეგიძლიათ :
ავტოსადგომზე ხარისხიანი განათება მნიშვნელოვანია ტერიტორიის გამართული მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ სენსორული განათება, რომელიც ირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე იმყოფება ტერიტორიაზე. ეს ზოგავს ენერგიას და ამასთანავე, ამცირებს ხარჯებს.
ენერგოეფექტური LED განათების გამოყენება სხვადასხვა ფორმით (როგორებიცაა: პროჟექტორი, მოძრაობის სენსორები და იატაკის განათება) დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი შენობის უსაფრთხოება და ვიზუალი ზამთრის ბნელ თვეებში. ამან ,ასევე, შეიძლება შეაჩეროს კრიმინალები და დაზოგოთ თანხა გრძელვადიან პერსპექტივაში.
თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია სათანადო განათება. ფლუორესცენტურმა ნათურებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ციმციმი, ზუზუნი და ასევე, ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა.
ბევრი კომპანია იყენებს LED განათებას თავიანთი საწყობებისთვის, რაც ზოგავს ენერგიას, ამცირებს ტექნიკურ ხარჯებს და უზრუნველყოფს თანამშრომლების კეთილდღეობას.
საწყობში ყოველთვის არ არის საჭირო განათების ისეთივე მაღალი დონე, როგორიც დამუშავების ან შეკრების ზონებში. ძველი განათების სისტემები უზრუნველყოფს სინათლის ერთგვაროვან დონეს, რომელიც არ არის საკმარისად კაშკაშა ზოგიერთ ადგილებში და მოიხმარს საჭიროზე მეტ ენერგიას.
ამის ნაცვლად, სხვადასხვა ზონას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული განათების მოთხოვნები იქ შესრულებული ამოცანების მიხედვით – ეს დაზოგავს ენერგიას და მაინც უზრუნველყოფს საკმარის განათებას იქ, სადაც საჭიროა.
LED განათებამ შეიძლება გააუმჯობესოს სასწავლო გარემო სკოლაში, რაც აძლიერებს სკოლის რეპუტაციას და მოსწავლეებიც უფრო დაცულად გრძნობენ თავს. სწორ განათებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სწავლის პროცესი. დადასტურებულია, რომ კარგი განათება ამცირებს შფოთვას..
სწორად შერჩეული განათება ქმნის კარგ სასწავლო პირობებს მოსწავლეებისათვის.
გსურთ განათების სისტემების მონტაჟი და არ იცით ვის დაუკავშირდეთ?
ჩვენ გირჩევთ კომპანია Geoelectron-ს, ეს არის პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს, განათების სისტემების მონტაჟს, როგორც საცხოვრებელი სივრცისთვის, ასევე სამრეწველო ობიექტებზე.
კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია:
ასევე გაეცანით – ელექტრო ხაზების მშენებლობა