თეთრი კარკასი – რას ნიშნავს ?
დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ბინები ბარდება სრული რემონტით, სხვა ვითარებაა საქართველოში, სადაც თეთრი კარკასი, ბინის ჩაბარების, ყველაზე მისაღები კონდიციაა.
თეთრი კარკასის მნიშვნელობა მოსახლეობის უმეტესობა იცის, თუმცა ზუსტად რას გულისხმობს თეთრი კარკასის, ამის თქმა ბევრს გაუჭირდება.
ამ სტატიაში განვიხილავთ თეთრი კარკასის ცნებას და მის უპირატესობებს.
სტანდარტული თეთრი კარკასის ბინა მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- კარ-ფანჯარა და რკინის კარები;
- კედლების შენება: ბეტონის გარე ბლოკი და შიდა ტიხრების ბლოკი.
- განათების სისტემა;
- ცენტრალური გათბობის სისტემა;
- შიდა კომუნიკაციების მოწყობა (გაზი, შუქი, წყალი და სხვა)
- ჰიდრო და ხმის იზოლაცია;
- ფართის თბოიზოლაცია;
- გარე და შიდა კედლების ლესვა გაჯით.
- თაბაშირმუყაოს ჭერი.
- მოჭიმული იატაკი.