მინის & შუშის აივანი და მოაჯირები
ჯანმრთელობის ცნობა
ჯანმრთელობის ცნობა-ფსიქო (ფორმა 100)
February 28, 2022
ელექტრო ხაზების მშენებლობა
ელექტრო ხაზების მშენებლობა
June 1, 2022
მოაჯირი

მინის აივანი და შუშის მოაჯირი

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ორ მოთხოვნად პროდუქტზე, მინის აივანსა და შუშის მოაჯირებზე

მინის აივანი

მოაჯირიდღესდღეობით, მინის აივანს საკმაოდ ხშირად  იყენებენ სხვადასხვა ტიპის შენობაში, მათ შორის საცხოვრებელ სივრცეში. საინტერესოა რამ გამოიწვია მისი პოპულარობა და რა გამოარჩევს ტრადიციული აივნებისგან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვიზუალურად საკმაოდ ეფექტურია, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. მის სხვა უპირატესობებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

შუშა ქმნის სივრცის ილუზიას

პასუხი კითხვაზე თუ რატომ გავრცელდა შუშის ელემენტების გამოყენება ასე ფართოდ არის ის, რომ ხელს უწყობს შენობაში სივრცული ილუზიის შექმნას. ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევას როდესაც მინა სრულად გამჭვირვალეა. ამ ეფექტის მიღება ტრადიციული აივნების გამოყენებით შეუძლებელია. შუშის ელემენტებით ნებისმიერი აივანი, თუნდაც პატარა ზომის გაცილებით მოცულობითად გამოჩნდება. ეს მიზეზი ბევრი მომხმარებლისთვის საკმარისია მასზე არჩევანის შესაჩერებლად.

შუშა არ უშლის ხელს სინათლეს

ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სივრცე, სადაც იმყოფება იყოს ნათელი, რასაც ზოგადად ხელს უშლის ტრადიციული ტიპის აივნები, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტილებაა შუშის აივანი. შუშა არ წარმოადგენს დაბრკოლებას შენობაში გარედან შემავალი სინათლისთვის. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სრულად გამჭვირვალე მინას.

შუშა იდეალურია თანამედროვე დიზაინისთვის

შუშის აივნები შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე დიზაინის ნაწილად, რომელიც ქმნის დახვეწილ აურას ნებისმიერ შენობაში. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ აპირებთ თქვენი სახლის გაყიდვას მსგავსი ტიპის აივანი ბევრ მყიდველს მოიზიდავს და სარფიან სარგებელსაც მოგიტანთ.

შუშის აივნის სიმტკიცე

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მინა სუსტი სამშენებლო მასალაა,  მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ მტკიცეა. წარმოიდგინეთ მინა უფრო გამძლეა, ვიდრე ხე, რომელიც ხშირად მიდრეკილია მავნებლების შეჭრისკენ ან წლების შემდგომი კოროზიისკენ. დროთა სვლის მიუხედავად კი მინა ინარჩუნებს გამძლეობას. მისი ეს თვისება გამოარჩევს ტრადიციული აივნისგან.

მინა, როგორც უსაფრთხო საშუალება

დღევანდელი ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის დამზადდეს მტკიცე და უსაფრთხო მინა.  სქელი, გამაგრებული მინა, რომელიც გამოიყენება შუშის აივნების დასამზადებლად, ძალიან გამძლეა. მის გატეხას სჭირდება საკმაოდ ძლიერი სტრუქტურული ზეწოლა, რადგან  ხშირად ისეთივე მტკიცეა, როგორც ფოლადი. მაშინაც კი, თუ გამაგრებული მინა გატეხილია, შუშის ნატეხები არ არის ბასრი, რაც ნიშნავს, რომ იგი შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ადგილისთვის, თუნდაც იმ სახლებში, სადაც ბავშვები შეიძლება იმყოფებოდნენ.

შუშისთვის სისუფთავის შენარჩუნება ადვილია

შუშის აივნები არა მხოლოდ ვიზუალურად გამოიყურება კარგად, არამედ მათთვის სისუფთავის შენარჩუნებაც ადვილია. ამისთვის თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შუშის საწმენდი საშუალებები და რამდენიმე წუთში აივნის გასუფთავებას შეძლებთ. ფაქტობრივად, ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ნაკაწრების ან სხვა დაზიანებების შემთხვევაში, გაპრიალება ხშირად აგვარებს პრობლემას და აღადგენს მის ბზინვარებას.

შუშის მოაჯირი

ხე და რკინა მოაჯირის ტრადიციული არჩევანია, თუმცა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მინა მიმზიდველ ალტერნატივად აქცია სახლის მფლობელებისა და არქიტექტორებისთვის. მაგრამ რა გახდა ამის მიზეზი? ვეცდებით ამ კითხვას გავცეთ პასუხი შუშის მოაჯირის უპირატესობებზე საუბრით:

მათი შენარჩუნება ადვილია

რკინასთან, ხის და სხვა მოაჯირის მასალებთან შედარებით, მინის შენარჩუნება ბევრად ადვილია. სხვა რთული დიზაინის მასალებისგან განსხვავებით, მინა არის გლუვი და სწრაფად იწმინდება. უბრალოდ საჭიროა ხარისხიანი შუშის საწმენდი საშუალებები. აღსანიშნავია, რომ დამცავი მინა მუშავდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, რათა ის იყოს უკიდურესად ხისტი და გამძლე. ამგვარად, ექსტრემალური ამინდი საფრთხეს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, არ არსებობს ლპობის, დაჟანგვის ან ობის მოდების შანსი.

ვიზუალური ეფექტი

თანამედროვე დიზაინმა შუშის მოაჯირების გამოყენება ბევრად პოპულარული გახადა სახლის მფლობელებისთვის. გამჭვირვალე მინის გამო ყველაზე ვიწრო კიბეც კი უფრო განიერი და ვრცელი ხდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს როგორ გადაწყვეტილებას მიიღებთ: აირჩევთ მინის საფეხურების მარტივ რიგს თუ სპირალურ კიბეს შუშის მოაჯირით, შეგიძლიათ თქვენი საჭიროებებისა და გემოვნების მიხედვით, ნებისმიერი  დიზაინის მორგება.

უსაფრთხო და გამძლე

გარდა მათი დახვეწილი ვიზუალისა და მარტივი მოვლისა, მინის მოაჯირები უსაფრთხო და უკიდურესად გამძლეა. უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგი არჩევანია იმ სახლისთვის, სადაც ბავშვები ან შინაური ცხოველები იმყოფებიან, რადგან შეუძლებელია რაიმე დაზიანება მიიღონ. (მინასა და საყრდენებს შორის ძალიან მცირე სივრცეა).

სწორად დამუშავებული მინის პანელები არ იშლება დიდ და მკვეთრ ნამსხვრევებად, რაც მათ უსაფრთხოს ხდის კიბეებზე და მის გარშემო გამოსაყენებლად. ასევე, კარგი ბარიერია ძლიერი ქარის, წვიმისა და ძლიერი თოვლის წინააღმდეგ. შუშის მოაჯირები არ იბზარება ექსტრემალური ტემპერატურების ზემოქმედებისას და არ იცვლიან ფერს რაიმე გარეგანი ფაქტორის გამო. ხის ან ფოლადის მოაჯირებისგან განსხვავებით, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ კარგავენ ბზინვარებასა და ფუნქციონირებას, შუშის მოაჯირები ინარჩუნებს ვიზუალსა და ფუნქციონირებას დიდი ხნის განმავლობაში.

შუშის მოაჯირის დამონტაჟება

შუშის მოაჯირის დაყენება ზოგადად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა მასალებისგან დამზადებული მოაჯირების. ამის მიზეზი მარტივია – ზოგიერთი მათგანი შედგება მხოლოდ ორი ნაწილისგან – მინის პანელებისგან და მოაჯირისგან – რაც ინსტალაციას ამარტივებს და ამავდროულად ნაკლებ დროს მოითხოვს.

ხშირად ადამიანები ერიდებიან მინის მოაჯირის გამოყენებას, რადგან ფიქრობენ, რომ მინა მსხვრევადია და შექმნის სახიფათო გარემოს, ან რომ ვერ გაუძლებს რეგულარულ ცვეთას. ეს ყველაფერი მითია. სინამდვილეში, შუშის მოაჯირები, მრავალი თვალსაზრისით, უფრო უსაფრთხო და მომგებიანია, ვიდრე ტრადიციული მოაჯირის სისტემები.