სამზარეულოს დამზადება
ინდუსტრიული მშენებლობა
November 4, 2020
არმატურა
ქართული არმატურა – რატომ ჯობია?
November 23, 2020

სამზარეულოს დამზადება – რა გავითვალისწინოთ?

სამზარეულოს დამზადებასამზარეულო ოთახი თქვენი სახლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ ბინას აპროექტებთ ან არემონტებთ, შანსი დიდია, რომ სამზარეულოს ბიუჯეტი საგრძნობლად აღემატება სხვა სივრცეებისთვის გამოყოფილ თანხებს.

იმ ოთახის დიზაინის შერჩევა, სადაც თქვენი დროის დიდ ნაწილს გაატარებთ, ერთდროულად სასიამოვნოცაა და სტრესულიც.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ უბრალოდ ლამაზი დიზაინის შერჩევა საკმარისი არაა. სამზარეულოს დაგეგმვის დროს უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი.

პროცესი უფრო მარტივი იქნება, თუ მას რამდენიმე ნაწილად დაყოფთ და თითოეულ ეტაპს მთელ თქვენს ყურადღებას დაუთმობთ.

სამზარეულოს დაგეგმვა

ამ ეტაპზე, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ როგორ გამოიყენებთ ამ სივრცეს. თუ მზარეულობა სიამოვნებას განიჭებთ, იფიქრეთ ჩასაშენებელ ტექნიკასა და გამძლე მასალაზე. თუ ბევრი სათავსო გჭირდებათ, გადაწყვიტეთ, როგორ გამოიყენებთ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სივრცეს ტევადი კარადებისთვის.

იმ შემთხვევაში კი, თუ სამზარეულო თქვენთვის მხოლოდ ყავის ან ჩაის დასალევი ადგილია, შეგიძლიათ ბიუჯეტის დიდი ნაწილი დეკორატიული ელემენტებისკენ მიმართოთ.

აქვე, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი იქნება სამზარეულოს განლაგება. იმის მიხედვით, თუ როგორაა დამონტაჟებული ელექტრო და წყალგაყვანილობა, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ კედელზე განთავსებული სამზარეულო, ბარის ტიპის სამზარეულო ან ე.წ. კუნძული.

სამზარეულოს ფასები

როდესაც სამზარეულოს დამზადების მიზნით კომპანიას დაუკავშირდებით, მაქსიმალურად რეალისტური უნდა იყოთ თქვენი ბიუჯეტის შესახებ. ასე მათ საშუალება ექნებათ უკეთესად გირჩიონ, სამზარეულოს რომელ ნაწილზე სჯობს მეტი ან ნაკლები თანხის დახარჯვა.

სამზარეულოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოდის. ბაზარზე არსებული არჩევანის პირობებში მაღალტექნოლოგიური, „ჭკვიანი“ ტექნიკა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად გჭირდებათ ეს დამატებითი ფუნქციები. შესაძლოა გამძლე, ხარისხიანი სამზარეულოს ზედაპირი უფრო გჭირდებოდეთ, ვიდრე ტექნიკა ხელოვნური ინტელექტით.

როდესაც გადაწყვეტთ, რა რაოდენობის თანხა გაქვთ გამოყოფილი სამზარეულოს პროექტისთვის, დაამატეთ მას 10%. როდესაც საქმე რემონტს ეხება, გაუთვალისწინებელი ხარჯები ყოველთვის იჩენენ თავს. უმჯობესია, ასეთ შემთხვევებს მომზადებულები შეხვდეთ.

სამზარეულოს დიზაინი

სამზარეულოს დიზაინი ძალიან სუბიექტური საკითხია და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ახალი იდეების მოძიებაში შეგიძლიათ სხვადასხვა წყაროები დაიხმაროთ – იქნება ეს ჟურნალი ინტერიერის დიზაინის შესახებ, თუ ბლოგი, რომელიც ინტერნეტში იპოვეთ.

ვიზუალიზაციისთვის, კარგი იქნება, თუ ერთ სივრცეში მოაგროვებთ ყველაფერს, რაც თქვენი შთაგონების წყაროა. სოციალური ქსელი Pinterest საშუალებას გაძლევთ ერთად შეკრიბოთ სურათები სხვადასხვა საიტებიდან და უკეთ აღიქვათ, მოგწონთ ისინი ერთობლიობაში, თუ არა.

თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ სამზარეულოს დიზაინის დაგეგმვა, შეარჩიეთ დომინანტი ფერი, ან თემატიკა. მაგალითად, ინდუსტრიული ტიპის სამზარეულოში მასიური ხის ელემენტები და მუქი ფერები მონაწილეობენ, თანამედროვე, მოდერნისტული სამზარეულოები კი უფრო ღია ფერებით გამოირჩევიან. სტილის დავიწროვება სამზარეულოს დაპროექტების შემდგომ ეტაპებს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

სამზარეულოს დამზადება

სამზარეულოს დიზაინის შერჩევის შემდეგი ეტაპია მისი სისრულეში მოყვანა. კომპანია, რომელსაც დაუკავშირდებით თქვენს იდეებს განიხილავს და გეტყვით, რა მასალებითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება.

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ხშირად ხალხმრავლობაა. ამიტომ, სასურველია ხარისხიანი და გამძლე მასალა გამოიყენოთ. მყარი, ჩასაშენებლი სამზარეულო ავეჯი არამხოლოდ დიდხანს მოგემსახურებათ, არამედ სახლის ფასს საგრძნობლად გაზრდის, თუ როდესმე მის გაყიდვას გადაწყვეტთ.

მასალის შერჩევისას აუცილებელია პრაგმატულად იმოქმედოთ. ზოგიერთი ზედაპირი შესაძლოა ვიზუალურად ძალიან მიმზიდველი იყოს, მაგრამ მარტივად ზიანდებოდეს, ან რთული მოსავლელი იყოს. კომპანიამ, რომელიც თქვენს სამზარეულოს ამზადებს, ამომწურავი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ ასეთი დეტალების შესახებ.

სამზარეულოს მონტაჟი

თუ თქვენი შერჩეული დიზაინით დამზადებული სამზარეულო უკვე დასრულდა, დროა ის დაამონტაჟოთ. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სამზარეულოს მონტაჟი საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ცუდად დამონტაჟებულმა სამზარეულომ შესაძლოა წყალში ჩაგიყაროთ დიზაინისა და მასალის შერჩევის ეტაპზე გაწეული ხარჯი და ძალისხმევა.

უმჯობესია, თუ სამზარეულოს იგივე კომპანია დაგიმონტაჟებთ, რომელმაც ის დაამზადა. ასე თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ხელოსნებმა იციან რა მასალასთან მუშაობენ და როგორც უნდა მოეპყრონ ჩასაშენებელ ავეჯს.

აუცილებელია, ხელოსნებმა წინასწარ იცოდნენ რა სახის სამუშაო ექნებათ ელექტრო და წყალგაყვანილობასთან დაკავშირებით, ან დასჭირდებათ თუ არა საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამონტაჟებაც.

მას შემდეგ, რაც ხელოსნებს გაისტუმრებთ, თქვენი ბოლო დავალებაა სამზარეულოში პერსონალური, დეკორატიული ელემენტები შეიტანოთ. ერთი შეხედვით მცირე დეტალები, რომლებიც დიზაინს საბოლოო სახეს აძლევენ, დიდ გავლენას ახდენენ საერთო ეფექტზე.

სხვადასხვა პატარა მაღაზიებში შეძენილი ნივთები, საოჯახო რელიკვიები და მოგზაურობის დროს შეგროვებული აქსესუარები თქვენს სამზარეულოს განსაკუთრებულ, უნიკალურ ხიბლს შესძენენ.

Dormer-ის რჩევა

თუ თქვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია, გსურთ პროფესიონალებს ანდოთ თქვენი სამზარეულოს დამზადება, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ კომპანია Futurium-ს, რომელიც სამზარეულოს ამზადებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალითა და პროფესიონალი ხელოსნების ოსტატობით.