საკუთარი სახლის აშენება, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო პროექტი იყოს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ. თუმცა ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა, ისეთი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც უკვე კარგად გამოცდილნი არიან რაღაცების თავად კეთებაში.
პროექტის დაწყებამდე, პირველ რიგში, უნდა მოძებნოთ სწორი ლოკაცია.
არსებობს ბევრი ფაქტორი, რითაც განისაზღვრება კარგი ადგილმდებარეობა. ამისთვის კარგი დაფიქრებაა საჭირო, რადგან იქ თქვენი სახლი უნდა იყოს, რომელშიც დიდი ხანი მოგიწევთ ცხოვრება.
ყურადღება უნდა მიაქციოთ, ისეთ დეტალებას, როგორიცაა:
სახლის დიზაინის შექმნისას, სასურველია, დაიქირავოთ არქიტექტორი, რომელიც ყველა დეტალს გათვლის და არაფერი გამოეპარება, თუკი ამის გაკეთება თქვენითაც შეგიძლიათ, მშვენიერია, მაშინ თავად შეადგინეთ დიზაინი, ოღონდ დარწმუნდით, რომ შეცდომებს არ დაუშვებთ.
მშენებლობის დაწყებამდე, საჭიროა, ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება მაგ: ქალაქისა და ქვეყნის შენობის კომისიების თანხმობა პროექტის დასამტკიცებლად. თუ არ ხართ გამოცდილი არქიტექტორი, ძალიან ძნელი იქნება საჭირო ნახაზების წარდგენა.
დროის, ენერგიისა და ფულის დაზოგვის მიზნით, რეკომენდირებულია, რომ კონსულტაციები გაუწიოთ პროფესიონალს და იმუშავოთ მათთან ერთად, რათა ააშენოთ ოცნების სახლი.
სანამ უშუალოდ მშენებლობაზე გადახვალთ, შეიძინეთ ყველა საჭირო მასალა და ხელსაწყო, რაც მშენებლობისთვის დაგჭირდებათ. თუკი რაიმე გამოგრჩებათ, ეს არ არის პრობლემა, შეგიძლიათ პროცესის დროსაც შეიძინოთ.
მსგავსი სტატია: კერძო სახლების მშენებლობა
ყველა ზემოთხსენებული მაკულატურის მოწესრიგებისა და საჭირო მასალების შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ საძირკველის ჩასხმა დაიწყოთ, რომლის დიზაინიც თქვენი სახლის ზომაზე, მიწის მდგომარეობაზე და იმაზე იქნება დამოკიდებული, აპირებთ თუ არა სარდაფის ქონას.
საძირკველის სისქე, რომელიც გათვალისწინებულია კედლის სიმაღლეზე და დატვირთვის საჭიროებაზე, როგორც თავად შენობის, ასევე გრავიტაციის, ქარისა და მიწის, რომელიც გავლენას ახდენს სტრუქტურაზე, უნდა განისაზღვროს სტრუქტურული ინჟინერის მიერ.
მას შემდეგ, რაც ძელების კონსტრუქციას ნახაზის შესაბამისად ააგებთ, ყველა ისეთი რისკის გათვალისწინებით, როგორიცაა მიწისძვრა, ძლიერი ქარი ან წყალდიდობა, შეგიძლიათ გადახვიდეთ სახურავზე, რომელიც, ასევე, შესაძლო რისკების გათვალისწინებით უნდა იყოს გაკეთებული. ამოაშენეთ კედლები ბეტონით, რათა ჰქონდეს გამძლეობა და კომფორტული იყოს წელიწადის ყველა დროს.
ამის შემდეგ, თქვენ უკვე შეძლებთ ფანჯრების და შემოსასვლელი კარის დამონტაჟებასაც, რომელიც, სასურველია, იყოს რკინის.
სანამ კოსმეტიკურ სამუშაოებზე გადახვალთ, აუცილებელია კომუნიკაციების გაყვანა – ელექტროენერგიის, სანტექნიკის, ცენტრალური გათბობისა და კონდიცირების. მოაწყვეთ სხვენი და შეფუთეთ ჭერი სასურველი მასალისგან, იქნება ეს ხე, აკუსტიკური ფილები, თუ გიფსო-კარდონი. სასურველია აირჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ზაფხულში სიგრილესა და ზამთარში სითბოს უზრუნველყოფს.
დაამონტაჟეთ სააბაზანო, საშხაპე და ყველა ის სანტექნიკა, რომელიც კედლების დასრულებამდე უნდა იყოს გაკეთებული. დარწმუნდით, რომ გაყვანილობებში პრომლემა არ არის, მილები დაცულია და სისტემა გამართულად იმუშავებს.
შეგიძლიათ გადახვიდეთ კედლებზე. ძირითადად, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი კედლებზე გიფსო-კარდონის გამოყენებაა, ამიტომ ააკარით გიფსო-კარდონი, გაშპაკლეთ და გამოიყენეთ სასურველი მასალა მათ გადასაფარად, გნებავთ იყოს ეს შპალერი ან საღებავი. არ დაგავიწყდეთ პლინდუსები.
იატაკზე უფრო მეტი არჩევანი გაქვთ – გრანიტი, ხე, ლამინატი და ა.შ, ესეც, რა თქმა უნდა, ტქვენი სურვილის და მიხედვით.
კოსმეტიკური სამუშაოებისა და შიდა კარების დამონტაჟების შემდეგ, უკვე შეგიძლიათ ღრმად ამოისუნთქოთ, რადგან თქვენი სახლი უკვე აშენებულია და ახლა მხოლოდ მისი შევსებაღა დაგრჩათ ავეჯითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით.