ავეჯის რესტავრაცია
March 19, 2020
ინდუსტრიული მშენებლობა
November 4, 2020

ელექტრო კაბელები – როგორ შევარჩიოთ?

ელექტრო კაბელებიელექტრობა ნებისმიერი საოჯახო, საჯარო თუ საოფისე სივრცის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, პროექტზე მუშაობისას გაყვანილობა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ შენობის ყველა წერტილს ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. მასალა კი, რომელსაც ელექტრო-გაყვანილობის გასამართად გამოიყენებთ, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მის მოთხოვნილებებს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ელექტრო კაბელის არჩევაში დაგეხმარებათ:

გაითვალისწინეთ გარემო პირობები

შიდა და გარე სივრცეებში განსხვავებული ტიპის კაბელი-არხები გამოიყენება, ამიტომ წინასწარ უნდა იცოდეთ რისთვის გჭირდებათ მასალა.

მაგალითად, თუ კაბელი-არხი აუზის განათებისთვის გჭირდებათ, აუცილებელია ის წყალგამძლე იყოს, მიწისქვეშ დასამონტაჟებელ გაყვანილობაში კი კოროზიის საწინააღმდეგო საფარველის მქონე კაბელებს იყენებენ. ასევე ხელმისაწვდომია კაბელი-არხები რომლებიც უძლებენ მაღალ ტემპერატურას, ქიმიკატების ზემოქმედებას, მღრღნელებს და სხვა.

შეარჩიეთ კაბელის ტიპი

განასხვავებენ ალუმინის და სპილენძის კაბელებს. ალუმინის მასალა უფრო მსუბუქია ვიდრე სპილენძი. ალუმინის კაბელი უფრო ეკონომიური გადაწყვეტილებაა, თუმცა მისი გამოყენება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული – მაღალი დატვირთვის დროს ის შესაძლოა ზედმეტად გადახურდეს და მოკლე ჩართვა ან ხანძარი გამოიწვიოს.

ამიტომ, საცხოვრებელ სახლებში უფრო სტაბილურ კაბელებს – სპილენძის მასალას ანიჭებენ უპირატესობას.

ტექნიკური მახასიათებლები

კაბელის ყიდვამდე აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ისეთებს, როგორიცაა:

კაბელის ზომა და გამტარობა: კაბელის სათანადო ზომა აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია მისი შერჩევის დროს. ამ ფაქტორის უგულებელყოფამ შესაძლოა მოკლე ჩართვა ან ხანძარიც კი გამოიწვიოს სახლში, ოფისში თუ საჯარო დაწესებულებაში.

მოქნილობა: უმჯობესია კაბელი მაქსიმალურად მოქნილი იყოს. ასეთი კაბელები უფრო მეტი გამძლეობითა და ხარისხით გამოირჩევიან, შესაბამისად თქვენ დიდხანს არ მოგიწევთ მათი გამოცვლა.

ტემპერატურა: ეს მახასიათებელი მიუთითებს თუ რა ტემპერატურას უძლებს კაბელი. თუ მას ისეთ ადგილას ამონტაჟებთ, სადაც ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურაა, აუცილებელია ცეცხლგამძლე კაბელ-არხზე შეაჩეროთ არჩევანი.

დამცავი გარსი: კაბელი-არხების გარე საფარველი სხვადასხვა გარემო პირობებზეა მორგებული. ეს შეიძლება იყოს პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი, მეტალი და ა.შ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა სივრცეში შესაძლოა სხვადასხვა ტიპის კაბელი-არხის გამოყენება იყოს საჭირო.

შეიძინეთ კაბელი სანდო გამყიდველთან

იმის მიუხედავად, ერთ ნათურას ამატებთ სახლში თუ დიდ პროექტზე მუშაობთ – ელექტრო-გაყვანილობის ინსტალაცია ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აქ დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლოს ან მათი საკუთრება მნიშვნელოვნად დააზიანოს. ამიტომ, აუცილებელია თქვენ სრულად ენდობოდეთ იმ მაღაზიას თუ პიროვნებას, რომლისგანაც საჭირო მასალას ყიდულობთ.

ქართულ ბაზარზე კაბელების საკმაოდ დიდი არჩევანია. უმჯობესი იქნება, თუ კაბელს შეიძენთ ისეთ მაღაზიაში, სადაც სერტიფიცირებული, სანდო პროდუქტები იყიდება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

პირველ რიგში, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ხარისხიან და შემოწმებულ მასალას ყიდულობთ. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ მაღაზიის კონსულტანტისგან, რაც არჩევანის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ და კაბელის ინსტალაციაშიც.

პროდუქტის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც დამატებით დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ ზუსტად იმას ყიდულობთ, რაც გჭირდებათ. ნაკლებად სანდო ობიექტებში კაბელის ყიდვისას მას შესაძლოა საერთოდ არ მოჰყვებოდეს მსგავსი ინფორმაცია, თქვენ კი მხოლოდ გამყიდველის კეთილსინდისიერების იმედად მოგიწევთ დარჩენა.

დაკავშირებული სტატიები:

ელექტრო ხაზების მშენებლობა

ელექტროსამონტაჟო სამუშაოები