ინტერიერის დიზაინის ტოპ ტრენდები 2019 წლისთვის
იატაკის გათბობა დენზე – რა ჯდება ? ფასები
August 23, 2017
ჰიდროიზოლაცია
სახურავის ჰიდროიზოლაცია
June 15, 2018

ინტერიერის დიზაინის ტოპ ტრენდები 2019 წლისთვის

ინტერიერის დიზაინში ტრენდები მუდმივად იცვლება. 2018 წელს თანამედროვე სახლების დეკორაციებში ვარდისფერი ოქროს ელემენტების, ცივი ფერების,  სკანდინავიური მინიმალისტური სტილის ნახვა შეგვეძლო. ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს, რომლებსაც  ინტერიერის დიზაინერები 2019 წლისთვის გვთავაზობენ.

  1. ბუნებრივი ელემენტები

2018 წელს ინტერიერის დიზაინში თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა იგრძნობოდა, წელს კი ბუნებრივ ელემენტებს ვუბრუნდებით. ისეთი მასალა როგორიცაა სპილენძი, ქვა და გრანიტი ორგანული და მშვიდი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

  1. ხავერდის ავეჯი

რთული დასაჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ხავერდი მოძველებულ მასალად ითვლებოდა, ახლა კი მდიდრული და კომფორტული სივრცის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად მიიჩნევა. შეგიძლიათ გამოიჩინოთ გაბედულება და ხავერდის დივანი შეიძინოთ სასტუმრო ოთახისთვის, ან სიფრთხილე გამოიჩინოთ და ამ ეტაპზე ხავერდის ბალიშებით შემოიფარგლოთ.

  1. სპილენძი და თითბერი

ვარდისფერი ოქროს დეკორაციები 2018 წლის მთავარი ტრენდი იყო, 2019 წელს კი ამ საპატიო ადგილს სპილენძი და თითბერი იკავებენ. მათი თბილი მოწითალო და ნარინჯისფერი ტონალობები სასიამოვნო კონტრასტია წინა წლის ცივ ფერებთან შედარებით.

  1. თბილი, მდიდრული ფერები

მიუხედავად იმისა, რომ ცივი და ნეიტრალური ფერების გამოყენებით შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ინტერიერის გადატვირთვის შანსი, თბილ, მდიდრულ ფერებსაც თავისი დადებითი მხარეები აქვთ. მაგალითად, მკვეთრ, ღრმა ფერებს შეუძლიათ სახლს უფრო მშვიდი, ბუნებრივი და კომფორტული ელფერი მისცენ. მოემზადეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და მწვანე ტონალობების გამოყენებისთვის.

 

  1. ვარდისფერი

თუ 2018 წლიდან რომელიმე ტენდენცია 2019 წელში გადმოსვლას იმსახურებს, ეს ღია ვარდისფერი ფერია. დიზაინერები კვლავ პოულობენ ახალ გზებს იმისთვის რომ ეს ფერი ყველა სახის დეკორაციაში გამოიყენონ, იქნება ეს დეკორატიული აქცენტები, ქსოვილები თუ სხვა რამ.

  1. გეომეტრიული ფორმები

გეომეტრიული ფიგურების ინტერიერის დიზაინში გამოყენებას, რა თქმა უნდა, ვერ დავარქმევთ სიახლეს. თუმცა, წელს ისინი ცენტრალურ ადგილს იკავებენ თქვენს ოთახებში, მკვეთრი ფერებითა და დიდი ზომის ნახატებით.

  1. ვინტაჟური განათება

ვინტაჟური განათება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი სიახლე იყო 2019 წლისთვის. ზემოთ ნახსენები სპილენძისა და თითბერის მასალით დამზადებული ვინტაჟური ჭაღები თუ სანათები თქვენს სახლებში მარტივად დაიკავებენ ადგილს.

  1. 70-იანების სტილი

როგორც ხედავთ, 2019 წელს ბევრი დავიწყებული ტრენდი ბრუნდება. თბილი ფერები, მრავალფეროვანი ტექსტურების გამოყენება დიზაინში, აბსტრაქტული სილუეტები – ეს 70-იანი წლების გავლენაა. ამ დეტალების გამოყენება თქვენს ოთახებს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს.

 

  1. გლუვი ზედაპირები

შარშან აქტუალურ ცივ და ნეიტრალურ ფერებს პრიალა ზედაპირი საჭირო დამატებით ეფექტს აძლევდა. წელს, როცა უმეტესად თბილ და ღრმა ფერებს ვიყენებთ ინტერიერში, დამატებითი სიბრწყინვალე ზედმეტია. გლუვი ზედაპირები ავეჯს სიმყუდროვის ელფერს აძლევს და უფრო თანამედროვედაც გამოიყურება.

 

თქვენ რომელი ტენდენციების გამოყენებას აპირებთ ინტერიერში?