კარ-ფანჯარა – ალუმინი თუ მეტალოპლასტმასი?
ანგარის მშენებლობა
November 8, 2019
სამშენებლო საიტის დამზადება Dormer
November 8, 2019

კარ-ფანჯარა – ალუმინი თუ მეტალოპლასტმასი?

ალუმინი თუ მეტალოპლასტმასი?

კარ-ფანჯარაის, თუ რომელია უკეთესი ხანგრძლივი მსჯელობის საგანია.

თუმცა, როდესაც ბინაში კარ-ფანჯრის გამოცვლა ან  დაყენება გვსურს მაინც გვიწევს არჩევანის გაკეთება მათ შორის.

ბუნებრივია,  გვსურს ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ხარისხიანი და ჩვენი სახლის დიზაინზე მორგებული მასალა ავარჩიოთ.

აღნიშნულ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ისეთ საკითხს, რომლის ცოდნაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

  1. სიმტკიცე და გამძლეობა

ალუმინის  კარ-ფანჯარა არის გამძლე და პრაქტიკულად დიდხანს ინარჩუნებს მდგრადობას. მის ფანჯრებს შეუძლია 45 წელი გაძლება

მეტალო-პლასტმასისგან განსხვავებით  იგი არ დეგრადირდება.

სხვა მეტალებს, რომ შევადაროთ ალუმინი არ იჟანგება. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ არ იდარდოთ ჟანგისა ან სხვა მიზეზით თქვენი ფანჯრებისა და კარების ჩარჩოების დაზიანების გამო.

მეტალო-პლასტმასის წარმოება 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მისი ძლიერი მხარეა ის, რომ არ ლპება, თუმცა სხვა ფანჯრებისგან განსხვავებით,  იგი 20-30 წელში გამოცვლას საჭიროებს.

  1. ესთეტიკური იერსახე

ბოლო წლებში ალუმინის კარ-ფანჯრის პოპულარობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის მისი გლუვი და დახვეწილი სტილი. ალუმინის ჩარჩოები არის გაცილებით ვიწრო, ვიდრე მეტალოპლასტმასი. ეს ანიჭებს მას სუფთა, მინიმალისტურ სტილს, რაც თანამედროვე სახლებში  საკმაოდ პოპულარულია.

ასევე, თხელი ჩარჩოების უპირატესობაა ის, რომ იგი სინათლის კარგი გამტარია.

ასე, რომ თუ თქვენი ოთახიდან ლამაზი ხედი იშლება, ამ ასპექტის გათვალისიწინება არჩევანის გაკეთების დროს უმნიშვნელოვანესია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩარჩოს შეუძლია მინის დიდი პანელების გაძლება. თუ თქვენ ფართო აპარტამენტი გაქვთ, სულაც არ არის საჭირო მრავალი პანელით ფანჯრის დიზაინის დაყოფა, რაც გულისხმობს ოთახიდან ხედის უკეთესად დანახვასა და ბუნებრივი სინათლის შემოღწევას.

სახლის მფლობელებს, რომელთაც  სურთ ჰქონდეთ რაღაც მცირე განსხვავებული ელემენტი  მეტალოპლასტმასის პლასტიკური იერსახე ნაკლებად მიმზიდველია.

  1. მაქსიმალური ჰერმეტულობა

ორივე მასალა საკმაოდ იზოლირებადია. თქვენ შეგიძლიათ თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოთ ბინაში უკანონო შემოღწევისაგან.

მთავარია, ყურადღებით იყოთ მათი ჩაკეტკვის მექანიზმის დაყენების პროცესში.

ისინი, ასევე, ხმის კარგი იზოლატორები არის.

  1. ხელმისაწვდომობა

რთულია კონკრეტული ფასის განსაზღვრა თითოეული მასალის შეფასებისთვის.

ის დამოკიდებულია ჩარჩოს ზომაზე, პანელების რაოდენობაზე, ფერსა და ჩაკეტვის მექანიზმზე.

თუმცა, ჩარჩოების სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, ალუმინის კარ-ფანჯარა ნაკლებად მაღალბიუჯეტიანია.

ალუმინი არის 3-ჯერ ძლიერი, ვიდრე მეტალოპლასტმასი და 4.3-ჯერ იაფი, ვიდრე ხე.

აქედან გამომდინარე, ალუმინი არის იდეალური ღირებულების შემოთავაზება თქვენი კარებებისა და ფანჯრებისათვის.

  1. არა კოროზიულობა

დიზაინთან ერთად პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ხარისხს მიანიჭებთ.

ზაფხულის სიცხისა და ზამთრის ყინვებისგან დაზღვეული, რომ იყოთ უნდა დარმუნდეთ თქვენი არჩევანის სტრუქტურის მაღალ ხარისხში.

კოროზია მეტალის ქიმიური რეაქციაა. ის იწვევს მასალის თვისებების გაუარესებას.

ჟანგბადის, წყლისა და სხვა ფაქტორების მოქმედების მიმართ ალუმინის კარ-ფანჯარას მაღალი იმუნიტეტი და გამძლეობა ახასიათებს.

ეს პროცესი არის საკმაოდ ნელი.

უკვე ვახსენეთ, რომ  მეტალო-პლასტმასის შეცვლა უფრო ხანმოკლე დროშია საჭირო,  ვიდრე ალუმინის.

ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში  შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მასალა ჯანსაღ თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.