საწყობის მშენებლობა WPC პანელებით
სასტუმროს მშენებლობა – 5 რჩევა
April 12, 2019
შავი კარკასის რემონტი
April 25, 2019

საწყობის მშენებლობა WPC პანელებით

უმეტეს შემთხვევაში, საწყობს გაფართოვების მიზნით ვაშენებთ, ამიტომაც წინასწარ გასათვალისწინებელია სხვადასხვა ფაქტორები.

ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, ამ საქმიანობის წამოწყებამდე, ლოკაცია მიიჩნევა. რამდენად შორსაა ის ქალაქისგან, როგორი კლიმატია, ნესტიანი ჰავაა, თუ მშრალი. – ამაზე იქამდე უნდა იფიქროთ, სანამ მას ააშენებთ.

რაც შეეხება დიზაინს, უნდა ეცადოთ, რომ მეტი ადგილი მოიგოთ მისი ჭკვიანური დაპროექტებით, რადგან საწყობის მთავარი მიზანი მასში ბევრი რამის უსაფრთხოდ შენახვაა.

როცა ამ ყველაფერს კარგად დაგეგმავთ, დროა მასალაზეც იფიქროთ, რისგანაც ზემოთხსენებულს ააშენებთ.

დღესდღეობით, სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სამშენებლო მასალებიც განვითარდა, ერთ-ერთი ასეთი უნიკალური პროდუქტი კი, სენდვიჩ (WPC) პანელებია, რომელიც ხისა და პლასტმასის ნაზავისგან მიღებული ჰიბრიდია. მისი უპირატესბებია:

  • ნებისმიერი ფერი და დიზაინი;
  • კარგი სამუშაო მასალა – გასახერხად, გასაბურღად, მოსახატად და ა.შ;
  • არ გადადის ფერი;
  • მარტივად სამონტაჟო;
  • მარტივად გასაწმენდი;
  • ამინდ ამტანი, – 40-იდან 60 გრადუსამდე;
  • ნესტგამძლე;
  • ძლებს დიდი ხნით.

ამ თვისებებზე დაყრდნობით, იგი საწყობისთვის იდეალური მასალაა.  თქვენ გჭირდებათ რაღაც ისეთი, რაც არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოფრთხილებას, რადგან დიდ ყურადღებას ვერ მიაქცევთ მის მოვლას. ამიტომაც ნესტგამძლე კედლები, რომელიც უზრუნველყოფს მასში არსებული ნივთებისა თუ პროდუქტის უსაფრთხოებას ნამდვილად ისაა, რაც საწყობის აშენებისას გჭირდებათ.