სივრცე კიბის ქვეშ, როგორ შევავსოთ? – 5 რჩევა
შავი კარკასის რემონტი
April 25, 2019
სენდვიჩ პანელებით მშენებლობა – ტოპ 5 უპირატესობა
May 7, 2019

სივრცე კიბის ქვეშ, როგორ შევავსოთ? – 5 რჩევა

პატარა სახლში თითოეული კვადრატული მეტრი მნიშვნელოვანია, პაწაწინა საძინებლებიდან დაწყებული, ვიწრო ჰოლითა და პატარა სააბაზანოთი დამთავრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მეტი კრეატიულობა გმართებთ იმისათვის, რომ პატარა სივრცე გონივრულად გამოიყენოთ.

ნუ შეშინდებით – იღბალი თქვენთანაა! თუკი თქვენი კიბის ქვეშ გამოუყენებელი სივრცეა, მაშინ რაღას უცდით, როდემდე უნდა დატოვოთ ის ხელშეუხებელი? არსებობს უამრავი გზა ამ სივრცის შესავსებად, როგორიცაა მისი სათავსოდ გამოყენება, დამატებითი ოთახის გაკეთება ან თუკი, სათანადოდ თამამი ხართ, შეგიძლიათ, მარანიც გააკეთოთ.

აღარ დაუშვათ კიბისქვეშა სივრცის უგულვებელყოფა. ამისთვის შეგიძლიათ დიზაინერიც დაიქირავოთ, ან ჩართოთ კრეატივი და თავად შეუდგეთ მის მოწყობას.

ჩვენ მოგცემთ 5 რჩევას, რომელიც კიბის ქვეშ სივრცის გონივრულად შევსებაში დაგეხმარებათ:

1. მინი ბაღი თქვენი კიბის ქვეშ

თუ მცენარეების მოყვარული ხართ და სახლში მსუბუქი მცენარეები გაქვთ, დროა მათ თავი მოუყაროთ და ჟანგბადის კუთხე შექმნათ. მეტი სიმყუდროვისა და ეფექტის შესაქმნელად დაამატეთ ჩასამონტაჟებელი თაროები, დეკორატიული ნივთები და დაწნული კალათები. ახლა ის ნამდვილად აღტაცებას გამოიწვევს მნახველებში და უბრალო კიბისქვეშა ცარიელი სივრციდან, სახლის ყველაზე ლამაზ კუთხედ გადაიქცევა.

2. ბიბლიოთეკა

ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ჩამონტაჟებული თაროების გაკეთება კიბის ქვეშ ხელსაყრელია. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ პატარა და ელეგანტური ბიბლიოთეკის გაკეთება, დეკორატიული ობიექტების შერევით. თუკი თქვენი წიგნები ყუთში იმტვერებოდა ან უზარმაზარ წიგნების კარადაში იყო დამალული, ეს იდეალური შანსია მათი ყურადღების ცენტრში მოსახვედრად.

3. სასმელების ბარი

გასართობად უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებთ თქვენი სახლისთვის. წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება, როდესაც დამღლელი დღის შემდეგ, სახლში მოხვალთ და საკუთარ ბარში ჭიქა ღვინოს მიირთმევთ. კამპანიისთვის, შეგიძლიათ, რამდენიმე მეგობარიც მოიწვიოთ და საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ.

4. სათავსო

როდესაც საქმე ნივთების გონივრულ შენახვაზე მიდის, კიბისქვეშა სივრცე არაჩვეულებრივი გამოსავალია. პატარა უჯრებიანი კარადის დამონტაჟებით, თქვენ შეძლებთ დავეწილად შეინახოთ საჭირო ნივთები. თუკი შინაური ცხოველი გყავთ, შეგიძლიათ მისთვის კუთხეც კი, მოაწყოთ.

5. საბავშვო კუთხე

ძალიან რთულია სახლში ბავშვების სათამაშოებისთვის საკმარისი სივრცის პოვნა. თუმცა, თუ ამ მარტივად ორგანიზებულ კუთხეს შევხედავთ, ეს არც ისეთი რთული გასაკეთებელი უნდა იყოს, მთავარი მონდომება და საკუთარი თავის გამოწვევაა!

კიბისქვეშა სივრცის სახით თქვენს სახლში გამოუყენებელი ცარიელი ადგილია, რომლის შევსებაც თქვენი გემოვნებისა და კრეატივის ანაბარაა დარჩენილი. ნუღარ დააყოვნებთ, ახლავე შეუდექით ამაზე ზრუნვას!