ხის პარაზიტები – როგორ მოვიშოროთ ხის ჭია?
ენერგოეფექტურობის დეკლარაცია
December 15, 2021
ჯანმრთელობის ცნობა
ჯანმრთელობის ცნობა-ფსიქო (ფორმა 100)
February 28, 2022

ხის პარაზიტები – როგორ მოვიშოროთ ხის ჭია?

ხის პარაზიტებიხის პარაზიტები, ხის მჭამელი ჭიები და ტერმიტები – პატარა არსებები არიან რომლებსაც შეუძლიათ დიდი პრობლემები შეუქმნან თქვენ სახლს და ფინანსურად გაზარალონ.

შესაძლოა წლების განმავლობაში ცხოვრობდეთ მათთან ერთად და წარმოდგენაც არ გქონდეთ, რომ ისინი ანადგურებენ თქვენს ავეჯს, სახლის ხის დეტალებს და პარკეტს.

ხის მჭამელ მწერებთან ბრძოლა პირველ რიგში იწყება მათი იდენტიფიცირებით, ორი ძირითადი ნიშანია: ხის მასალის ნახერხი ფხვნილის აღმოჩენა და მონოტონური კაკუნის ხმა.

ექსპერტებისათვის, რომლებიც აკვირდებიან მწერებს და იციან მათი მოქცევის წესები მათთან ბრძოლა მეტად მარტივად გამოსდით.

ისინი მუდმივად აგროვებენ ინფორმაციებს ხის მჭამელი მწერების შესახებ და ადგენენ თუ რა საფრთხეები მომდინარეობს მათგან.

როგორც კი ვადგენთ რა სახის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია დავიწყოთ ამ დაზიანების გამოსწორებაზე ზრუნვა.

მოცემულ სტატიაში მიმოვიხილავთ ოთხ განსხვავებულ ხის მჭამელ მწერთა სახეობას.

  • ტერმიტების ტიპები და მათი შემოწმების პროცესი

ზამთრის პერიოდში დაბალი ტემპერატურების მიუხედავად, ტერმიტებს შეუძლიათ უდიდესი ზიანის გამოწვევა.

თუ  ისინი თქვენს უძრავ ქონებაში შემოიპარებიან დიდ ხანს გააგრძელებენ მის დაზიანებას, ხისა და იატაკის ღეჭვით.

ხის მჭამელი ჭიებიტერმიტების სახეობა შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ: მშრალი ხისა და მიწისქვეშა.

ტერმიტების კოლონიას მოსწონთ ტენიანი ადგილები, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია თქვენი სახლის ეზოდან ან უშუალოდ წყლის მილებიდან.როდესაც ისინი პოულობენ ტენიანი ადგილის წყაროს, იწყებენ ხის ჭამას და ამავდროულად ქმნიან ხესთან და ტენიან ადგილთან დამაკავშირებელ ორმოებს.

მიწისქვეშა ტერმიტები იკვებებიან სახლის იატაკით და აყენებენ მას მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც ჰგავს წყლის გაჟონვისას დამდგარ შედეგს.ტერმიტებს, ასევე, შეუძლიათ კედლებისა და იატაკების ზედაპირების გამოცარიელება.

ექსპერტები ამ არეების იდენტიფიცირებას ახდენენ მათი დაზიანების მიხედვით ან ტერმიტების მიერ წარმოქმნილი ხმებით.

ამასთან ერთად, შეჯვარების პროცესის მიმდინარეობისას, ტერმიტები იყენებენ ფრთებს ბუდის დასატოვებლად.ახალი კოლონიის დაწყების შემდეგ კი ფრთები იწყებს ცვენას.

  • ხის მჭამელი ხოჭოები (powderpost beetle)

თქვენს სახლში ხოჭოების არსებობა დიდი ზიანის მომტანია.ისინი იმ ხეს, რომელსაც საკვებად იყენებენ, სტრუქტურას უცვლიან მათ მიერ გამოყოფილი მტვრით.პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ძველი ქონების შეძენით ან ახლა ფლობენ მას, ხოჭოების გავრცელების მხრივ, მაღალი რისკის ქვეშ არიან.

აღნიშნული მწერები დიდ ზიანს აყენებენ ხის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის მუხასა და ფიჭვს.

თუ ისინი შემოაღწევენ თქვენს სახლში წლების განმავლობაში განაგრძობენ თქვენთვის ზიანის მოყენებას.ამ პერიოდის განმავლობაში ისინი კვერცხებს დებენ ხის ფორებში.

მათი გამოჩეკის შემდეგ ხოჭოები იწყებენ ხით გამოკვებას და ქმნიან გვირაბებს, რითაც ტოვებენ პატარა ნახვრეტებს.

ექსპერტები მათი იდენტიფიცირებისათვის ახლოდან აკვირდებიან იმ სტრუქტურულ დაზიანებებს, რასაც ისინი იწვევენ. ამ დროს კი ყურადღება უნდა მიექცეს მათ მიერ დატოვებულ ნახერხს.

  • დურგალი ჭიანჭველებისა და ფუტკრების სახეობა : ფუღუროს ბინადრები.

სხვა ბევრი ხის-გამანადგურებელი მწერებისგან განსხვავებით, დურგალი ჭიანჭველები და ფუტკრები ხეს საკვებად არ იყენებენ.

თუმცა მათ აღნიშნული სახელები იმიტომ შეერქვათ, რომ ისინი ეძებენ უკვე გაფუჭებულ და დამპალ ხეებს, იზოლირებულ მატერიებსა და სივრცეებს კარებსა თუ კედლებს შორის, რათა მოახერხონ ბუდეების აშენება.ბუდის ფორმირებით დურგალი მწერები იწვევენ ხის ლპობასა და  ხელს უწყობენ მწერების გამრალვლებას.

მათი დამოკიდებულება გახრწნილი ან ტენიანი ადგილებისადმი ნიშნავს, რომ ამ მწერების პოვნა შეიძლება აბაზანებში, ნიჟარების ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხი მანქანების ახლოს.

დურგალ ჭიანჭველებს შეუძლიათ ბუდეების შექმნა მათი მთავარი, მშობლიური კოლონიისგან მოშორებითაც, რაც კიდე უფრო მეტად საფრთხილოა.

წყლის პრობლემის მოგვარება და სახლთან ახლოს ინტენსიურად წყლის დადებისგან თავის შეკავება, შესაძლოა, ჭიანჭველების გავრცელებისთვის ერთ-ერთი პრევენცია იყოს.რთული დასაჯერებელია, თუმცა დურგალი მწერები იწვევენ გარკვეულ ხმაურს კედლების შიგნით, კარებსა და ფანჯრების რაფებთან ახლოს, რა დროსაც, შესაძლოა, ბუდეს იკეთებდნენ. ამ ხმებით მათი მიგნება მარტივდება.ასევე, დურგალ ჭიანჭველებს აქვთ ფრთები, რომლებიც ცვივა.ამ ფრთების თქვენს სახლში პოვნა მიუთითებს მათ არსებობაზე.

  • ხის ქერქის ხოჭოები და ხის ჭიები

ყველაზე გავრცელებული მიზეზი ხეების დაზიანებისა ზემოთ აღნიშნული სახეობები არიან, რომლებიც იკვებებიან ხის ქერქითა და უშუალოდ ხით.

ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ხისგან დამზადებულ ოთახებსა და ავეჯს.ზამთარში და ცივი ამინდების პერიოდში მათი პოვნა შესაძლებელია ფანჯრის რაფების წინ, რითაც მათი იდენტიფიცირება შეგვიძლია მარტივად მოვახდინოთ.

ხის ჭიები, ჩვეულებრივ, სახლებს იკეთებენ მოჭრილ ხეებში.ეს ნიშნავს, რომ მათი პოვნა ხანდახან შესაძლებელია ხის დაფებში ან შეშაში, რომელსაც გასათბობად იყენებთ.ზოგადად, როცა ხის დამუშავება ხდება ღუმელის დახმარებით, ჭიები ნადგურდებიან.

მნიშვნელოვანია, რომ მწერების მიმართ სწორად შერჩეული ბრძოლის მექანიზმები იყოს გამოყენებული, რადგან თქვენი ქონება დაიცვათ ისეთი მნიშვნელოვანი დაზიანებებისგან, რასაც ხის პარაზიტები იწვევენ.

როგორ ვერბძოლოთ ხის ჭიებს?

საკუთარი ძალებით ხის ჭიებთან ბრძოლა შესაძლებელია, თუ მათი გავრცელების რადიუსი სახლში არ არის არსებითი.

ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა, დაავადებული ხის ავეჯის ან მისი  ნაწილის სახლიდან მოშორება, დაწვა ან გადაგდება. ამ შემთხვევაში, თქვენ გარანტირებულად იშორებთ ხის პარაზიტებს.

თუმცა, შესაძლოა ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ და აუცილებელია ხის ობიექტის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური პრეპარატის შეძენა ან ნავთის გამოყენება. შპრიცის მეშვეობით შეიყვანეთ ნივთიერება ღრმულებსა და ნახვრეტებში, რომლებიც ჭიამ გააჩინა, პრეპარატის შეყვანის შემდგომ სპეციალური შპაკით დაამუშავეთ ნახვრეტები და ყურადღებით დააკვირდით მოვლენების შემდგომ განვითარებას.