ეზოს მოწყობა
სახლის რემონტი
March 13, 2019
სახლის დაპროექტება – სახლების პროექტირება
March 15, 2019

ეზოს მოწყობა

ეზოს მოწყობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომის თუ ფორმის საკუთარ სახლისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა რისთვის იყენებ ეზოს – გასართობად, მებაღეობისთვის, ბავშვებთან თამაშისთვის, რელაქსაციისთვის, თუ ცოტ-ცოტა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილისთვის. ეს სივრცე ბევრად უფრო სასიამოვნოა მაშინ, როდესაც ის ორგანიზებულია.

გთავაზობთ რამდენიმე გენიალურ იდეას ისეთი ეზოს მოწყობისთვის, რომელშიც, ნამდვილად, სიამოვნებით დასხდებოდით.

სკამი

არ არსებობს უკეთესი გზა კარგ ამინდში სტუმრების მისაღებად. თუკი ეზოს გალამაზებას ამ კონკრეტული დეტალით დაიწყებთ, იგი ნამდვილად გახდება ადგილი, სადაც დროის კარგად გატარება შეიძლება.

“შლანგის” საკიდი

თუკი ეზოს ხშირად რწყავთ, მაშინ გეცოდინებათ რამდენად უსიამოვნოა უთავბოლოდ დაგდებული შლანგი. გთავაზობთ ორ გზას, რისი წყალობითაც შეძლებთ მის ორგანიზებას მარტივი ხერხით, ამისთვის მხოლოდ სათლი დაგჭირდებათ.

გრილი

იმისთვის, რომ ეზოში გრილი გქონდეთ, თირკმელის გაყიდვა ნამდვილად არ მოგიწევთ, რადგან ეს არც ისეთი ძვირი ჯდება, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. მისი დამზადება სახლშიც შეგიძლიათ ძველი მასალებისგან, რომელიც იქნებ ავტოსადგომშიც გიყრიათ.

თარო

ამ გენიალური იდეის გამეორებისთვის ინსტრუქციაც არ გჭრიდებათ, შეგიძლიათ სურათზე ერთი შეხედვითაც მიხვდეთ, რა მარტივად და ლამაზად არის დამზადებული აგურის ბლოკებისა და ხის ძელებისგან თარო მცენარეებისთვის.

ეზოს მოწყობა

მსგავსი იდეა შეგიძლიათ, ასევე, სკამისთვისაც გამოიყენოთ. დაუმატეთ ცოტა მეტი კრეატივი და თქვენ მიიღებთ უკომფორტულეს და მიმზიდველ სკამს, რომლითაც თავს ნებისმიერ სტუმართან მოიწონებთ.

ბაღის ინსტრუმენტები

ბაღის ინსტრუმენტები

ახლა უკვე შეგიძლიათ ბაღის ინსტრუმენტები მისაგნებ ადგილას იქონიოთ, თან ეს ყველაფერი კრეატიულად და ორგანიზებულად გამოაჩინოთ. ნუ გადაყრით გატეხილ ნივთებს, თუკი ფიქრობთ, რომ მისი გამოყენება ისევ შეგიძლიათ რაიმეში.

როგორც ხედავთ მეტალის ძველი სათლისგან არაჩვეულებრივი მაგიდის აწყობა შეიძლება, რომელიც თქვენს ეზოს ნამდვილად დაამშვენებს.

აუზის ნივთები

თუკი ეზოში ყველაფერთან ერთად აუზიც გაქვთ, მაშინ ეს იდეა ნამდვილად მოგეწონებათ.

აუზის ნივთები

როგორც ხედავთ, იმისთვის, რომ თქვენი ეზო ლამაზი და ორგანიზებული იყოს საჭირო ბევრი ფული სულაც არ არის, არამედ სულ ცოტაოდენი კრეატივი.