სახლის რემონტი
კერძო სახლის მშენებლობა
March 7, 2019
ეზოს მოწყობა
March 14, 2019

სახლის რემონტი

ხანდახან ნაცნობი, უკვე მობეზრებული სახლის კედლების ყურება ადამიანებს დისკომფორტის შეგრძნებას უჩენს, ისინი ცდილობენ აყვნენ თანამედროვე ტენდენციებს, განაახლონ  და შესძინონ ახლის ელფერი მათ უკვე კარგად ნაცნობ ოთახებს, სადაც წლები აქვთ გატარებული.

სახლის რემონტი

თუკი თქვენ უკვე გადაწყვიტეთ სახლის რემონტი, მაშინ მიიღეთ ჩვენგან რამდენიმე რჩევა:

1. დიზაინი და დაგეგმვა

დაგეგმვა რამდენიმე სახის შეიძლება იყოს. უბრალოდ ფურცელზე სკეტჩების მოხატვით, მოდელის აგებით ან უბრალოდ მყარი ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს რემოდელირება.

ასე უფრო იაფიც გამოგივათ და ნაკლებად იმედგაცრუებული დარჩებით იქამდე, სანამ მოდელს ფიზიკურ ფორმას მისცემთ.

2. სახურავი, საძირკველი, ფასადი, წყლის გაყვანილობა, ფანჯრები

  • სახურავის ჩანაცვლება ან რემონტი;
  • საძირკველისა და ფასადის განახლება;
  • წყლის შეღწევადობის აღკვეთა;
  • ფანჯრების დამონტაჟება.

ეს ის დიდი პროექტებია, რომელიც პირველ რიგში  უნდა გაკეთდეს, რადგან ისინი მომდევნო პროექტებზე გავლენას ახდენს.

თუკი ფასადი ძალიან არის დაზიანებული, მაშინ წყალი მარტივად შეაღწევს სახლის შიდა კედლებში, ამიტომაც უმჯობესია გამოცვალოთ ან შეაკეთოთ იგი.

3. დანგრევა

  • სახლის იმ მონაკვეთების დანგრევა, რომელსაც შემდგომი პროექტები ჩაანაცვლებს;
  • დაგჭირდებათ დიდი კონტეინერის დაქირავება ნარჩენი მასალისთვის;
  • საჭიროა სიფრთხილე სახლის იმ ნაწილების დანგრევისას, რომელიც შემდგომ უნდა ჩანაცვლდეს ახალი პროექტით;
  • თუკი რემონტის პერიოდში აღნიშნულ სახლში არ ცხოვრობთ, მაშინ დაანგრიეთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელია.
  • სიფრთხილე გმართებთ ისეთი ზედაპირის დანგრევისას, რომელიც დაფარულია ტყვიის საღებავით.

4. სტრუქტურული და სადურგლო საქმე

სადურგლო საქმე გულისხმობს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:

  • გიფსო-კარდონის აკვრა;
  • კედლების ამოყვანა;
  • კარ-ფანჯრები.

5. ელექტრო და სანტექნიკა

  • მაშინ. როდესაც ჭერი და კედლები ჯერ კიდევ ღიაა, საჭიროა დამონტაჟდეს არხები ცენტრალური გათბობისა და კონდიცირებისთვის.
  • შეამოწმებინეთ ელექტრიკოსს და სანტექნიკოსს გაყვანილობები და შეცვალეთ ისინი ახლით. ეს გაზრდის თქვენი სახლის უსაფრთხოებას.

6. იზოლაცია

  • დაამონტაჟეთ თბო-იზოლაცია ჭერში, სხვენსა და კედლებში.
  • თბო-იზოლაცია სწრაფი პროცესია, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი მზად გაქვთ გიფსო-კარდონის აკვრის დასაწყებად.

7. გიფსო-კარდონი

კედლების დახურვა გიფსო-კარდონით.

8. ფანჯრები

ფანჯრების ინსტალაცია, არის ეს მთლიანი სახლის, თუ მისი ნაწილის, თითქმის ყოველთვის თამაშობს მთავარ როლს რემოდელირების პროცესში.

9. კოსმეტიკური სამუშაოები

  • კედლების შეღებვა;
  • შპალერის აკვრა;
  • პანდუსები;
  • მოსართავი სამუშაოები.

ყველა ეს დეტალზე ორიენტირებული სამუშაოები უნდა იყოს ერთ-ერთი უკანასკნელი ელემენტი, რომელსაც აკეთებთ შენობაში, რადგან ამ სამუშაოებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს სხვა საქმიანობას.

ყოველთვის დებატები მიდის იმაზე, თუ რომელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს პირველად, იატაკის დაგება, თუ კედლების შეღებვა?

თუკი იატაკს იქამდე დავაგებთ, სანამ კედლებს შევღებავთ, შემდგომ საღებავმა, შესაძლოა, დააზიანოს იგი.

თუმცა პირიქით თუ მოვიქცევით, შესაძლოა იატაკის დაგებისას კედლები დაგვიზიანდეს.

ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ ნებისმიერი თანმიმდევრობის შემთხვევაში.

10. იატაკი

  • ლამინატი;
  • მყარი ხე;
  • ფილები;

ეს უკვე დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და ბიუჯეტზე.

დააგეთ იატაკი, რაც შეიძლება გვიან, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი დაზიანებები.

11. ფასადი და ღარები

სახლის ექსტერიერის სამუშაოები.

რადგანაც სახლი უმეტესად დასრულებულია, უკვე საფრთხეს წარმოადგენს ფასადზე გადასვლა.

ამის გაკეთება ადრე არ არის საჭირო, რადგან კარ-ფანჯრების ჩასმისას შესაძლოა დააზიანოთ იგი.

12. დამატებითი ნიუანსები

თქვენს, უკვე გარემონტებულ, სახლში სრული თავისუფლება გაქვთ იმის, რომ დამატებითი კოპფორტი შეიქმნათ, მაგალითად ააშენოთ საცურაო აუზი, საუნა, ან ყვავილების ულამაზესი ბაღი.

მსგავსი სტატიები:

რა არის თეთრი კარკასი

სახლების მშენებლობა