მანამ, სანამ გადაწყვეტთ როგორი გათბობის ან გაგრილების სისტემა უნდა გქონდეთ სახლში,
თბოიზოლაციაზე უნდა იზრუნოთ. ეს ის საფეხურია რომელიც დროს, ფინანსებს და ენერგიას მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.
თბოიზოლაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ენერგიის სწორად გამოყენებისთვის, რადგან სახლი ზამთარში ბუნებრივად ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს
. მთელი წლის მანძილზე ის დაგეხმარებათ გქონდეთ სასურველი ტემპერატურა გათბობა-გაგრილების სისტემების მინიმალური გამოყენებით.
შეგიძლიათ აირჩიოთ სახურავის, იატაკების, კედლების, ფანჯრების, კარების ინსულაცია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი კედლების ინსულაციაა, რადგან ჩვეულებრივ, სახლში კედლები სითბოს 30-40%-ს კარგავენ. მეორე ადგილზე სახურავია 25%-იანი დანაკარგით, ფანჯრები და კარები კი 20%-ს კარგავენ.
თბოიზოლაციის მასალები სხვადასხვანაირია. ეს შეიძლება იყოს შალის ქსოვილის მსგავსი მატერია, რომელიც ჰაერის ბუშტებს აკავებს. ასევე, გამოიყენება ბამბა და სელიც. თბოიზოლაციის შედარებით დაბალბიუჯეტიანი გზა ფანჯრებზე სქელი ფარდების დაკიდებაც შეიძლება იყოს.
ამ საქმეში ხის მასალების გამოყენებაც დაგეხმარებათ. ხის კარი და იატაკი თქვენს სახლს სასურველ ტემპერატურას უფრო მარტივად შეუნარჩუნებს. ხელმისაწვდომია პოლიურეთანის მასალაზე დამზადებული ქაფიც, რომელიც ავსებს ფანჯრებთან, კარებთან და კედლებთან დარჩენილ სივრცეებს.