თანამედროვე სახლის პროექტები
თბოიზოლაცია – სახლის აუცილებელი კომპონენტი
November 8, 2019
ანგარის მშენებლობა
November 8, 2019

თანამედროვე სახლის პროექტები

როდესაც სახლის აშენებას გადავწყვეტთ, ბუნებრივია, ვიწყებთ მის დაპროექტებაზე ფიქრს.

მსოფლიოს არქიტექტურული შედევრები უკვე აღარავის აოცებს.

თანამედროვე სახლის პროექტირება ბიზნეს სექტორისთვის შემოსავლის წყაროც კი გახდა.

სწორედ ამიტომ, ყოველთვის გვსურს ჩვენი სახლის კონსტრუქციაც ყველასგან გამორჩეული, ორიგინალური იყოს.

გზა, რომელიც უნდა გაიაროთ იდეიდან სახლის ინტერიერში ბოლო ფრაგმენტის მოთავსებამდე რთული და შრომატევადია.

ჩვენი სტატია დაგეხმარებათ თითოეული რგოლისთვის საჭირო ქმედებების ფორმირებაში.

ბიუროკრატიული დეტალების გარკვევის შემდეგ, დაიწყეთ პროექტის დეტალური გეგმის შემუშავება.

ამაში გამოცდილი არქიტექტორის დახმარება დაგჭირდებათ.

უპირველესად, თქვენი გემოვნებისა და იდეის სრულყოფილი სინთეზი უნდა მოახდინოთ.

უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, თუ რამდენად ხშირად მოგიწევთ სახლში ცხოვრება?

მხოლოდ თქვენ იქნებით მისი წევრი, თუ სხვებიც ?

ამის შემდეგ დაიწყეთ სახლის ზომებსა და მატერიაზე ფიქრი.

შეისწავლეთ სხვა სამშენებლო პროექტები, გაანალიზეთ მის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

შენობის კონსტრუქციის შემუშავებისას გაითვალისწინეთ ადგილმდებარეობა, გარემო პირობები და კლიმატი.

მიუხედავად იმისა, სახლი აგარაკი თუ მუდმივი საცხოვრებელი იქნება საყურადღებოა  ლანდშაფტი და ნიადაგის თავისებურებები.

სახლის ფუნდამენტის ჩაყრამდე არქიტექტორთან ერთად მოინახულეთ ტერიტორია.

კარგად შეისწავლეთ იგი.

თანამედროვე ტენდენციების სახლი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. იგი ინსპირაციის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა.

დრო

არქიტექტურული დიზაინის პროექტირების მნიშვნელოვანი ასპექტია დრო.

უნდა განისაზღვროს  სახლის მშენებლობის ხანგრძლივობა.

ევოპული გამოციდლებიდან, საბოლოო სახემდე პროექტის რეალურად განხოციელებას 8-10 თვემდე სჭირდება.

აქედან გამომდინარე, საჭიროა იხელმძღვანელოთ  მარტივი კონსტუქციული მოდელები

თ, გამზადებული მასალებითა და თანამედროვე მზა ელემენტებით.

ბიუჯეტი

სახლის პროექტირებისას მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა.

თქვენი ფინანსური შესაძლებლობების არასწორად შეფასების გამო, შესაძლოა, პროექტის რეალიზება წარუმატებელი ან განუხორციელებელი აღმოჩნდეს.

თითოეული განსახორციელებლი ნაბიჯი ფინანსებში უნდა აისახოს.

ხარჯთაღრიცხვის შემდეგ ფინანსურ სპეციალისტს უნდა მიეწოდოს მისი ნიმუში, რათა გამორიცხოს გაუთვალისწინებელი ხარჯები, სახლის გეგმის რეალიზების მიზნით.

ენერგოეფექტურობა

პროექტირების ერთ-ერთი ფაქტორი ენერგოეფექტურობაა.

ზამთრის სიცივეებისა და ზაფხულის სითბოს გათვალისწინებით დაფიქრდით დამცავი კონსტრუქციებისა და ალტერნატიული ენერგიების არჩევისას.

ესთეტიკა

სახლის პროექტირების უმნიშვნელოვანესი დეტალი მისი ესთეტიკური იერსახეა.

იგი ხაზს უსვამს თქვენს გემოვნებასა და ინდივიდუალიზმს.

ის გარემო ფაქტორებთან ორგანულად შერწყმული უნდა იყოს.

ინდივიდუალური სახლის დიზაინი საზღვრებს არ სცნობს.

უკიდეგანო შესაძლებლობების სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ყველასგან გამორჩეული ელემენტებით შეავსოთ თქვენი საცხოვრებელი გარემო.

გირჩევდით, პროექტირებისას რამდენიმე თანამედროვე აქცენტზე შეაჩეროთ ყურადღება:

შუშა, ფოლადი და ბეტონი-სახლის კომპოზიციის ძირითადი მახასიათებლებია.

ფართო, ღია სივცრეები ამ სტილის ხასიათის ხელწერაა.

მინის მაღალი ფანჯრები და სივრცის ვიზუალურად გაზრდა თანამედროვე სახლების პროექტებში საკმაოდ ტრენდულია.

გახსოვდეთ, რომ თქვენი იდეალური სახლის პროექტის ავტორი თავად ხართ!

მისი თითოეული დეტალის არჩევანის თავისუფლება გაძლევთ შანსს მოირგოთ ნაწილობრივ არქიტექტორის, დიზაინერისა და კრიტიკოსის როლი, რათა შექმნათ ყველასგან გამორჩეული, წარმატებული პროექტი.