იატაკის გათბობა ბევრისთვის საინტერესო საკითხია, ამიტომაც გვსურს დეტალურად განვიხილოთ ერთ-ერთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც უკვე საქართველოშია და გვთავაზობს ეფექტურ გათბობას, უფრო ნაკლები დანახარჯებით.
საუბარია კორეიული კომპანია Felix-ის გამათბობელ სისტემაზე, რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველოში.
„ფელიქს საქართველო“ გვთავაზობს გათბობის ახალ, თანამედროვე სისტემას. ესაა ნახშირის გამათბობელი ფირი ინფრაწითელი სხივით, რომელიც მონტაჟდება იატაკის ქვეშ, კედელზე ან ჭერზე და იდეალურ ტემპერატურას ქმნის თქვენს სახლში.
წმინდა სპილენძის და ვერცხლის ფირფიტები მიწოდებულ დენს თანაბრად ანაწილებენ ნახშირის ფირფიტებზე, რაც ეფექტურად ანაწილებს სითბოს სივრცის მთელს პერიმეტრზე.
გამათბობელი ფირი წარმოებულია სამხრეთ კორეაში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ, ამ სისტემით სარგებლობა შეიძლება ისეთ ფართებში, როგორიცაა:
სისტემის ინსტალაციის ღირებულება 50 ლარი ჯდება 1 კვ.მ-ზე, თუმცა ზუსტი ფასი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე და სირთულეზე.
რაც შეეხება მიმდინარე კომუნალურ ხარჯებს, ფელიქსის იატაკის გათბობა ტრადიციულ სისტემებზე 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მოხმარების საკითხიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა დატვირთვა, თერმოსტატის გამოყენება და სხვა.
აღნიშნული სისტემა არის სრულიად უსაფრთხო და ეკოლოგიური. არ არის ისეთ რისკებთან დაკავშირებული როგორიცაა CO-ს გაჟონვა, ბუნებრივი აირის დაგროვება, სადენების დაწვის დროს დაკვამლიანება და ა.შ.
გაიგეთ მეტი Felix საქართველოს შესახებ