ხანდახან ნაცნობი, უკვე მობეზრებული სახლის კედლების ყურება ადამიანებს დისკომფორტის შეგრძნებას უჩენს, ისინი ცდილობენ აყვნენ თანამედროვე ტენდენციებს, განაახლონ და შესძინონ ახლის ელფერი მათ უკვე კარგად ნაცნობ ოთახებს, სადაც წლები აქვთ გატარებული.
თუკი თქვენ უკვე გადაწყვიტეთ სახლის რემონტი, მაშინ მიიღეთ ჩვენგან რამდენიმე რჩევა:
დაგეგმვა რამდენიმე სახის შეიძლება იყოს. უბრალოდ ფურცელზე სკეტჩების მოხატვით, მოდელის აგებით ან უბრალოდ მყარი ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს რემოდელირება.
ასე უფრო იაფიც გამოგივათ და ნაკლებად იმედგაცრუებული დარჩებით იქამდე, სანამ მოდელს ფიზიკურ ფორმას მისცემთ.
ეს ის დიდი პროექტებია, რომელიც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, რადგან ისინი მომდევნო პროექტებზე გავლენას ახდენს.
თუკი ფასადი ძალიან არის დაზიანებული, მაშინ წყალი მარტივად შეაღწევს სახლის შიდა კედლებში, ამიტომაც უმჯობესია გამოცვალოთ ან შეაკეთოთ იგი.
სადურგლო საქმე გულისხმობს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
კედლების დახურვა გიფსო-კარდონით.
ფანჯრების ინსტალაცია, არის ეს მთლიანი სახლის, თუ მისი ნაწილის, თითქმის ყოველთვის თამაშობს მთავარ როლს რემოდელირების პროცესში.
ყველა ეს დეტალზე ორიენტირებული სამუშაოები უნდა იყოს ერთ-ერთი უკანასკნელი ელემენტი, რომელსაც აკეთებთ შენობაში, რადგან ამ სამუშაოებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს სხვა საქმიანობას.
ყოველთვის დებატები მიდის იმაზე, თუ რომელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს პირველად, იატაკის დაგება, თუ კედლების შეღებვა?
თუკი იატაკს იქამდე დავაგებთ, სანამ კედლებს შევღებავთ, შემდგომ საღებავმა, შესაძლოა, დააზიანოს იგი.
თუმცა პირიქით თუ მოვიქცევით, შესაძლოა იატაკის დაგებისას კედლები დაგვიზიანდეს.
ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ ნებისმიერი თანმიმდევრობის შემთხვევაში.
ეს უკვე დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და ბიუჯეტზე.
დააგეთ იატაკი, რაც შეიძლება გვიან, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი დაზიანებები.
სახლის ექსტერიერის სამუშაოები.
რადგანაც სახლი უმეტესად დასრულებულია, უკვე საფრთხეს წარმოადგენს ფასადზე გადასვლა.
ამის გაკეთება ადრე არ არის საჭირო, რადგან კარ-ფანჯრების ჩასმისას შესაძლოა დააზიანოთ იგი.
თქვენს, უკვე გარემონტებულ, სახლში სრული თავისუფლება გაქვთ იმის, რომ დამატებითი კოპფორტი შეიქმნათ, მაგალითად ააშენოთ საცურაო აუზი, საუნა, ან ყვავილების ულამაზესი ბაღი.