ქართველებს ორაზროვანი დამოკიდებულება გვაქვს ქართულ ნაწარმზე, მაგალითად სურსათი ქართული გვირჩევნია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი უცხოური, მათ შორის თურქულ და ჩინურ პროდუქციას ვანიჭებთ ხოლმე უპირატესობას. რა ხდება ამ კუთხით სამშენებლო მასალების მიმართულებით, კერძოდ ამ სტატიაში განვიხილოთ რამდენად გამოიყენება ქართული არმატურა მშენებლობაში?
ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება კომპანია GeosteelExport-ის დირექტორი ბაჩანა გიორგაძე, სწორედ მას დავუსვამთ კითხვებს:
ქართული არმატურა საკმაო ნდობით სარგებლობს ბაზარზე, თუმცა გასათვალისწინებელია საბაზრო პრინციპები, კერძოდ მოთხოვნა – მიწოდება და ფასის როლი ამ ციკლში.
კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ დიდია, შესაბამისად, თუ ბაზარზე შემოდის უცხოური პროდუქცია დაბალ ფასში ან დემპინგურად, მომენტალურად ხდება ჩანაცვლება უფრო ხარისხიანი ქართული პროდუქციის.
ამის ნათელი მაგალითია ბოლო წლებში ირანული არმატურის შემოსვლა საქართველოში, რომლის მოცულობა ბაზრის 40%-მდეც კი იყო ასული, რამაც ადგილობრივი წარმოება სერიოზულად დააზარალა.
მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ, თუმცა არის რისკები, რომლებიც თავიდან უნდა იქნეს აცილებული, მთავრობის დახმარებით.
პირველ რიგში ეს არის უცხოური ნაწარმის დინებების კონტროლი, მეორე მხრივ ეს არის ფასების კონტროლი, დიდმა მოთამაშემ არ შეიძლება დაჩაგროს სხვა პატარა მოთამაშეები, დემპინგური ფასებით.
ასევე ხარისხის კონტროლია მნიშვნელოვანი, ამ კუთხით რეალური ნაბიჯები უკვე გადადგმულია, საზღვარს კონტროლდება სამშენებლო მასალის ხარისხი, რაც მისასალმებელია.
საქართველოში არსებობს რამდენიმე მსხვილი და შედარებით პატარა ორგანიზაციები, სადაც შესაძლოა არმატურის შეძენა.
არ მინდა რეკლამა გამომივიდეს, არ დავასახელებ მსხვილ მოთამაშეებს, თუმცა მე მაგალითად რჩევას, რომ მეკითხებიან ვურჩევ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Iveriasteel-ი, აწარმოებს მეტალის მასალებს, ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციით.
ასევე დაგაინტერესებთ: დაჭრილი აგური – რა ღირს და სად შევიძინოთ?