ინტერიერის მოწყობაზე ფიქრის დროს, ჩვენს გონებაში ვიზუალურად დანახულ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი კედლის დიზაინს უჭირავს.
ის დიდ როლს თამაშობს ოთახის ესთეტიკურ სილამაზეში.
რთულია პერსპექტივის განზომილებით წინასწარ განსჭვრიტო ოთახის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის შექმნა რა საშუალებებით გსურს.
კედლისთვის გამოყენებული მასალის ფერი, სტრუქტურა, ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ოთახის საერთო კონცეფციას.
დღეს, კედლების გაფორმების ოპტიმალურ საშუალებად ითვლება შპალერი. მისი მრავალფეროვანი არჩევანი გადაწყვეტილებებს შეიძლება ამარტივებდეს ან პირიქით.
ამ სტატიაში გესაუბრებით შპალერის სახეობებსა და მისი არჩევის იდეებზე, რათა გაგიმარტივოთ თქვენთვის სასურველი დიზაინის შერჩევა.
შპალერის პრივილეგია უპირველესად არის ის, რომ თავიდან აგაცილებთ ხშირ რემონტს. მას გამძლეობა და ამტანობა ახასიათებს.
იმისვის, რომ თქვენს იდეებსა და ინსპირაციას ფორმირების შესაძლებლობა მისცეთ, გაითვალისწინეთ შპალერის სტრუქტურული და დეკორაციული მნიშვნელობა.
იმის მიუხედავად საძინებლის შპალერს ეძებთ, მისაღები ოთახის თუ სხვა ნებისმიერი ადგილმდებარეობის, უნდა გაითვალისწინოთ ტემპერატურა და ტენიანობა, ვინაიდან, ამ ფაქტორებს განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია შპალერის იერსახესა და გამძლეობაზე.
ქაღალდის შპალერი
ქაღალდის შპალერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია.
ერთშრიანი (ე.წ. სიმპლექსი) ნესტის ნაკლებამტანობით ხასიათდება. მისი ნაკლოვანებაა ისიც, რომ თუ კედელი უსწორმასწოროა დეფექტი გარეგნულ მხარეზე აუცილებლად შესამჩნევი იქნება.
მეორე სახეობა არის ორშრიანი (ე.წ. დუპლექსი). ის ორი ზედაპირისგან შედგება. უპირატესობა სიმპლექსთან შედარებით აქვს ის, რომ მუშავდება სპეციალური ხსნარით, რომელიც ნესტისა და წყლის შეღწევას უშლის ხელს.
წყლით გარეცხვა არც ერთი მათგანის არ შეიძლება.
ვინილის შპალერი
თუ თქვენ ეძებთ შპალერს სააბაზანოს, სამზარეულოსა ან სანიტარული წერტილებისთვის საუკეთესო ვარიანტი ვინილის შპალერია. იგი მაღალი გამძლეობით და ნესტის ამტანობით გამოირჩევა.
მისი ფენების შემადგენელი ნივთიერებები სურათებისა და რელიეფური ზედაპირის გაკეთების საშუალებას იძლევა.
შესაღები შპალერი
თუ თქვენ ხართ მუდმივად ცვლილებებისა და სიახლეების მოყვარული შესაღები შპალერი თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს. მისი უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელია მრავალჯერ შეღებვა ისე, რომ არ დაზიანდეს შპალერის სტრუქტურა.
ფოტო-პანორამა შპალერი
ესთეტიკურ სილამაზეზე ხაზის გასასმელად შეგიძლიათ არჩევანი ფოტო შპალერზე შეაჩეროთ. ეს სახეობა თანამედროვე ტენდენციების სინთეზს წარმოადგენს.
ფაქტობრივად, იგი არის მაღალი ხარისხით დაბეჭდილი ფოტო მთლიან კედელზე, რომელსაც შეუძლია სივრცის გაზრდის და ოთახში პერსპექტივის განზომილების იმიტაცია.
ის, ასევე, საკმაოდ ხელმისაწვდომია საქართველოს ბაზარზე. ფასები მინიმალურიდან იწყება და განსხვავდება ზომისა და ხარისხის მიხედვით.
ადგილი, სადაც სწორ არჩევანს გააკეთებთ!
ქართული ბაზარი შპალერების ფართო სპექტრს გთავაზობთ. ბუნებრივია, პრიორიტეტული ხარისხია.
ამ მხრივ მაღალკვალიფიციური კომპანია Studio Casa თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს.
იგი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის დეკორატიული მასალებისგან, რომელიც თქვენს სახლს ელეგანტურს და დახვეწილს გახდის.
პრემიუმ ხარიხის შპალერების ფართო კოლექცის სანახავად ეწვიეთ მის შოურუმს(თორნიკე ერისთავის N1).
ეს არის ადგილი, სადაც თქვენს სურვილებს ყოველთვის დააკმაყოფილებენ.
შეგიძლიათ მოდუნდეთ, ენდოთ და ისიამოვნოთ თქვენი საოცნებო შპალერის არჩევის პროცესში.