ბუხრის აშენება – მოპირკეთება – დიზაინი
კერძო სახლის ინტერიერი – საუკეთესო ოთახის დიზაინი 2020 წლისთვის
September 9, 2019
შპალერი – მრავალფეროვანი არჩევანი
September 17, 2019

ბუხრის აშენება – საუკეთესო დიზაინი

კერძო სახლი ბუხრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. თანამედროვე სამყაროში ბუხარმა გამათბობლის გარდა, დეკორაციული ფუნქციაც შეიძინა, ამდენად ბუხრის აშენება, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი კომპონენტია.

ბუხარი სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და იერს მატებს. ახალი წელი, ფერადი წიგნები, სანტა, ცხელი ჩაი, სავარძელში მყუდროდ მოკალათება, ეს ყველაფერი სწორედ ბუხართან ასორცირდება.

თუ თქვენ ბუხრის აშენებას გადაწყვეტთ და მას გამათბობლის დანიშნულებას მიანიჭებთ,  უნდა გახსოვდეთ, რომ ის ეკოლოგიურად სუფთაა და სახლის ვენტილაციასაც უწყობს ხელს.

თანამედროვე ტექნოლოგიური ბუმის ფონზე, ელქტრონულმა ბუხარმა დაიკავა მოწინავე პოზიციები და მოდერნიზმის მნიშვნელობაც საკმაოდ წარმატებულად შეითვისა.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ყველაზე პოპულარული ტიპის ბუხრებს საქართველოს ბაზარზე:

ქართული ტრადიციული ბუხარი

თუ თქვენ არჩევანს ბუხრის ტრადიციულ დიზაინზე გააკეთებთ პირველ რიგში გაითვალისწინეთ სახლის კონსტრუქცია და ოთახების განლაგება.

მარტივი არ არის მოაწყო ისეთი დიზაინის ბუხარი, რომ თანამედროვე დროისა და ტრადიციული კულტურის ნიშნების სინთეზს წარმოადგენდეს.

უპირველესად,  შეარჩიეთ ადგილი ბუხრის მოსაწყობად. ნუ გააკეთებთ მას ოთახის ცენტრში, ფანჯარასთან ან კართან ახლოს. უმჯობესია მოათავსოთ კუთხეში, რათა ნაკლები ადგილი დაიკავოს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვა ან აგური ბუხრის ასაშენებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ბუხრის დიზაინი ორგანულად ერგებოდეს სახლის საერთო იერსახეს.

აშენების გარდა ბუხრის მოპირკეთებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ ჩანს თქვენი გემოვნება და ინდივიდუალიზმი. საერთო ელეგანტურობას ხომ დეტალები ქმნის.

ტრადიციული სტილის ბუხრის ხასიათის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმოგონიური გამოსახულებები, ცხოველური მოტივები და მცენარეული ორნამენტები, როგორც სიცოცხლის ხისა და მარადიულობის სიმბოლოები.

ბუხრის აქსესუარები ეროვნულ სტილში აქტუალურია. მცირე დეტალებს შეუძლია განსაკუთრებილი ეფექტი შესძინოს ბუხარს.

ბუხრის თანამედროვე მზა დიზაინი

თუ თქვენი არჩევანი უფრო თანამედროვე ბუხრის დიზაინზე ჩერდება, ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა თანამედროვე მზა დიზაინების გამოყენება.

ასეთ შესაძლებლობას გთავაზობთ კომპანია Studio Casa, რომელიც გთავაზობთ დიზაინერული კომპონენტების მრავალფეროვან არჩევანს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის.

მათ შორის, ბუხრის დიზაინის მრავალფეროვან არჩევანს, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

პროდუქცია დამზადებულია პოლიურეთანის პრემიუმ ხარისხის მასალიგან. პოლიურეთანის ნაძერწი დეკორი ორი სახისაა: ფასადური და შიდა – ინტერიერის მოსაპირკეთებელი.

⚒ სამონტაჟო სამუშაო მარტივი და სწრაფია;
💦 წყლისა და ნესტ გამძლე;
🎨 იღებება ნებისმიერ ფერში, არ შრევდება;
💎 არის მსუბუქი, არ გამოცემს და შთათქავს სუნს და არის ხანგრძლივი გამოყენების.

ფასები იწყება 400 ლარიდან, რაც საკმაოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Studio Casa-ს შოურუმს (თორნიკე ერისთავის N1), სადაც შეძლებთ ფიზიკურად გაეცნოთ სრულ კატალოგს და გააკეთეთო საუკეთესო არჩევანი.

თანამედროვე ელექტრო  ბუხარი

მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიამ და ბუნებრივმა აირმა შეშით გათბობა ჩაანაცვლა, ბუხარმა მეტწილად დეკორაციული ფუნქციაც შეიძინა.

თუ ბუხრის მხოლოდ დეკორაციული ფუნქციებისთვის გამოყენება გსურთ, საუკეთესო არჩევანია – ელექტრო ბუხარი.

ამ მხრივ, ბაზარზე არჩევანი საკმაოდ დიდია:  მინიმალისტური, სკანდინავიური სტილის და კლასიკური სტილის ელექტრო ბუხარი, ნებისმიერი გემოვნების და სტილის ინტერიერს დაამშვენებს.

ნეიტრალური ფერები, ბუნებრივი ელემენტები, მარტივი ხაზები და დეკორაციების ფუნქციონალიზმი თქვენი ბუხრის თანამედროვე ხასიათს შექმნის.

ბუხრის აქსესუარების გამოყენებაც სახლის დიზაინის კონტექსტთან შესებამისად შეგიძლიათ.

ბოლოსიტყვაობა

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი, მთავარია, არ დაგავიწყდეთ მისთვის სწორი ადგილის პოვნა სახლის შიდა სივრცეში და ბუხრის ვიზუალის ბუნებრივი სინთეზი ინტერიერის დიზაინში.