ხის მასალები Ecowood-ისგან
თეთრი კარკასი – რემონტი
January 21, 2019
კერძო სახლის მშენებლობა
March 7, 2019

ხის მასალები Ecowood-ისგან

სამშენებლო სფეროში ხის მასალების გამოყენება უძველესი და საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ზოგი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ამბობს ინტერიერში ხის გამოყენებაზე და უპირატესობას მეტალს ან ხელოვნურ მასალებს ანიჭებს.

ხის მასალების ტოპ 5 უპირატესობა

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ბუნებრივ რესურსზე უარის თქმით გარემოს ვეხმარებით, მაგრამ თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ დავინახავთ, რომ ხის მასალების გამოყენება უფრო ენერგო-ეფექტურია, ვიდრე სხვა ალტერნატივების.

ამ სტატიაში ხის მასალების 5 მთავარ უპირატესობას განვიხილავთ:

გამძლეობა

  • ხე სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მსუბუქი მასალაა და სწორად გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ დიდ წონასაც უძლებს.
  • ის მდგრადია გარემო ფაქტორების მიმართ და თქვენს სამსახურში იქნება დაახლოებით 50 წლის მანძილზე.

ენერგო-ეფექტურობა

  • ხეს ბუნებრივად აქვს ისეთი აგებულება, რომ უფრო უკეთ ინარჩუნებს ტემპერატურას, ვიდრე პლასტმასი ან მეტალი. შესაბამისად, სივრცეებს, სადაც ხეა გამოყნებეული ნაკლები ენერგია სჭირდებათ გასათბობად ან გასაგრილებლად.
  • გარკვეულწილად, ხის მასალები ტენიანობის დონესაც არეგულირებენ.
  • ხის მასალების წარმოებას გაცილებით უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება ვიდრე მისი ალტერნატივების დამზადებას, რაც ბუნების ნაკლებად დაბინძურებას ნიშნავს.
  • ეთიკურად მოპოვებული ხე ერთადერთი განახლებადი სამშენებლო რესურსია, ის ბუნებრივად იზრდება და ჰაერს CO2-ისგან წმენდს.

ჯანმრთელობა

  • ბუნებრივი მასალების გამოყენება ინტერიერში გაცილებით უკეთესია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ხელოვნური ალტერნატივების.
  • კვლევების თანახმად, ასეთ გარემოში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მომატებული სტრესი.
  • ზოგი მეცნიერი ხის მასალებს თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდასაც კი უკავშირებს.

ხმის იზოლაცია

  • ხის მასალა შთანთქავს ხმაურს და იდეალურია ექოს მინიმიზაციისთვის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებში.

ესთეტიკური მხარე

  • გამომდინარე იქიდან, რომ ხის უამრავი ჯიში არსებობს, დიზაინის შესაძლებლობები ამოუწურავია.
  • მარტივია ხის მასალის დამუშავება თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების და გემოვნების მიხედვით.
  • თითოეული ხის პანელი განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინტერიერი თუ ექსტერიერი უნიკალური იქნება.

ხის მასალები  – საიმედო ხარისხი.

www.ecowood.ge