კერძო სახლის ინტერიერი – საუკეთესო ოთახის დიზაინი 2020 წლისთვის
ხალიჩების რეცხვა გამოძახებით
ხალიჩების რეცხვა გამოძახებით – ხალიჩების რეცხვის სერვისი თბილისში
July 31, 2019
ბუხრის აშენება – მოპირკეთება – დიზაინი
September 13, 2019

კერძო სახლის ინტერიერი – 2020 წლის ტრენდები

დიზაინის კონცეპტუალიზმმა თანამედროვე სამყაროში მოიცვა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი. მრავალფეროვანი იდეების, ხედვებისა და ინსპირაციების კოლაბორაცია იძლევა შესაძლებლობებს შექმნა გამორჩეული დიზაინის სახლის ინტერიერი.

დღესდღეობით, დიზაინის გარეშე არ არსებობს არც ერთი სფერო.⠀

დიზაინერი ის პროფესიაა, სადაც ჩანს შემოქმედებითი კრეატიულობა,  ცოდნისა და კრეატივის სინთეზი.

საუკეთესო ოთახის დიზაინის შექმნა ბევრისთვის გამოწვევაა. ურბანული განვითარების პირობებში ადამიანებს უწევთ ფიქრი იზრუნონ პირადი სივრცის კომფორტსა და იერსახეზე ოპტიმალური დანახარჯებით.

სახლის ექსტერიერს პიროვნების გემოვნებასა და ხაიათზე ბევრის თქმა შეუძლია, თუმცა, ინტერიერის დიზაინი  ჩვენს ემოციურ ელემენტებს უკავშირდება.

ალბათ ყველას გვიგრძვნია გარკვეული ენერგია და განწყობა ახლობლებთან ვიზიტის დროს, ჩვეულებისამებრ,  მას ,,აურა’’-ს ვუწოდებთ ხოლმე.

სწორედ ოთახების ინტერიერი ქმნის დადებით და უარყოფით ემოციებს, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე მათთან სტუმრად მოსული ადამიანებისთვის.

კერძო სახლის დიზაინის აწყობა დაკავშირებულია შიდა სივრცის სწორ ათვისებასა და სივრცითი დაგეგმარების მაქსიმალურ შენარჩუნებასთან.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინერების  რჩევებით,   დაგეხმარებით გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შეძლოთ შეიქმნათ ყველასგან გამორჩეული, საოცნებო ოთახების დიზაინი  და შეხვდეთ 2020 წელს განახლებულ, ლამაზ გარემოში.

თითოეულ სეზონზე სპეციალისტები გვთავაზობენ ტრენდებს, რომელთაც დეტალებით შეუძლიათ ჩვენი სახლის დიზაინის ტრანსფორმაცია.

1.საძინებლის დიზაინი

ცხოვრების სწრაფი ტეპმისა და სირთულეების ფონზე, სახლში მისულებს გვუსრს საღამო პირადი სივრცის სიმყუდროვეში გავატაროთ.

კერძო სახლის დანარჩენი ოთახებისგან განსხვავებით, საძინებელი ის ადგილია, რომლის გაზიარებაც სხვებისთვის ნაკლებად გვინდა. შეაბამისად, მისი მთლიანი კონცეფცია: ფერი, ავეჯის სტრუქტურა, განლაგება დაკავშირებული უნდა იყოს თქვენს პიროვნულ მახასიათებლებთან.

მისი მოწყობა საკმაოდ ინდივიდუალურია. თუმცა, რჩევები გაგიმარტივებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

2020 წლის ტენდენციით, საუკეთესო საძინებელი ოთახისთვის თქვენ შეგიძლიათ აქცენტი ბუნებრივ მასალაზე გააკეთოთ.

სახლის ყველაზე ინტიმური კუთხე ძალიან პირადული და მუდმივად განახლებადია.  ნაკლები ცვლილებების განსახორციელებლად და დიზაინის უფრო დიდხანს შესანარჩუნებლად აქცენტი შეგიძლიათ სისადავეზე გააკეთოთ.

კლასიკური მინიმალიზმი მარტივი და კონტროლირებადია.

საბედნიეროდ, 2020 წლის ტრენდები ფართო ფერების პალატს გვთავაზობს.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ღია, მსუბუქი ფერები, რათა ხაზი გაუსვათ ოთახის დიზაინს.

პრიორიტეტი მომდევნო წლისთვის ენიჭება ბუნებასთან დაკავშირებულ ფერებს: ქვიშა, ხე, ფირუზი, მარჯანი, მწვანე ტონალობები. ისინი  შეგიძლიათ ინტეგრიროთ თქვენი ოთახის დიზაინში.

ასევე, შეგიძლიათ მინიმალისტური სტილი შეავსოთ თქვენი ოჯახის პირადი ფოტოებით, თქვენი საყვარელი მხატვრის ნახატით, მცირე დეკორაციების მოთავსებით.

2.აბაზანის დიზაინი

თითოეული ჩვენგანის ყოველდღიორი რიტმის საწყისი წერტილი ხომ აბაზანაა. სახლის ეს ნაწილი დიდწილად განაპირობებს ისეთი განწყობის შექმნას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უნდა გაგვყვეს.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ვინაიდან  კომფორტი, სილამაზე და ფუნქციონალიზმი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

2020 წლის სააბაზონს ტრენდები დაგეხმარებათ მოაწყოთ და შექმნათ იდეალური კომფორტი კერძო სახლის ამ შედარებით მცირე მასშტაბის ოთახში.

პირველ რიგში, იფიქრეთ, რა შეიძლება მოათავსოთ ისე, რომ აუცილებლად დარჩეს მცირე სივრცე მაინც.

სივრცითი შეგრძნების შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერგონომიკული ელემენტები, ვინაიდან ნივთების ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გამოყენეთ ხის ან მოყავისფრო  კონსტრუქცია. ბუნებრივი იერით  დამზადებული თაროები, ჩარჩოები კომპაქტურიც არის და დიზაინს საინტერესო იერს შესძენს.

ქსოვილისა და მეტალის ელემენტებს შეუძლიათ სიმყუდროვე და უშუალო გარემო შექმნან აბაზანაში.

2020 წლის საუკეთესო აბაზანისთვის რეკომენდირებულია სკანდინავიური სტილიც, რომელიც გულისხმობს: ტყის ელემენტებს, კერამიკის, ქვის, სპილენძის იმიტაციას და ა.შ. ამ შემთხვევაში აბაზანის მინიმალისტური ესთეტიკა უფრო მრავალფეროვანი გახდება.

3. სამზარეულოს დიზაინი

ფერები, მატერია და იდეები. აი რა არის მთავარი შეიქმნათ საოცნებო ინტერიერის სამზარეულო.

კერძო სახლის ეს კუთხე განსაკუთრებულად ძვირფასი ოჯახის ქალბატონებისთვისაა, ვინაიდან უმეტეს დროს  ისინი ატარებენ აქ და ზრუნავენ გემრიელი საჭმლის მომზადებაზე ოჯახის წევრებისთვის.

სახლის მფლობელების თანამედროვე ცხოვრების სტილი და დინამიკა სამზარეულოს ინტერიერის დიზაინს მთლიანი სივრცის ცენტრად აქცევს.

დღეს, განსაკუთრებით პოპულარულია ღია სივრცითი კონსტრუქცია, ე. წ ,,მულტიფუნქციონალური სტილი’’, რომელიც სამზარეულოს ყველა სტუმრისთვის მარტივად შესამჩნეველს ხდის.

საჭმლის მომზადება კომფორტული და სასიამოვნო უნდა იყოს.

ბრენდებისა და ინტერიერის დიზაინერები სამზარეულოს აღსაჭურვად ქმნიან მოძრავ, მოწესრიგებულ ავეჯის ელემენტებს, რათა შეიქმნას სიმსუბუქის, სიმარტივის კონცეფცია.

ბუნებრივი ქსოვილები, როგორიცაა: მარმარილო, გრანიტი, დამუშავებული ხე და სპილენძის მცირე აქცენტებიც დადებით ეფექტს ახდენს ინტერიერის იერსახეზე.

შუშისა და ქვის დეტალებიც აქტუალურია თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში.

ყოველდღიური ხმაურისა  და მძაფრი ემოციებს გასანეიტრალებლად, შეგიძლიათ სამზარეულო ოთახში მოათავსოთ ლარნაკი  ყვავილებით, ბუნებრივი ეფექტისა და დადებითი განწყობის შესაქმნელად.