თბოიზოლაცია – სახლის აუცილებელი კომპონენტი
არმატურა
რკინის მასალები
November 4, 2019
თანამედროვე სახლის პროექტები
November 8, 2019

თბოიზოლაცია – სახლის აუცილებელი კომპონენტი

ანამ, სანამ გადაწყვეტთ როგორი გათბობის ან გაგრილების სისტემა უნდა გქონდეთ სახლში,

თბოიზოლაციაზე უნდა იზრუნოთ. ეს ის საფეხურია რომელიც დროს, ფინანსებს და ენერგიას მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.

რა არის თბოიზოლაცია?

თბოიზოლაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ენერგიის სწორად გამოყენებისთვის, რადგან სახლი ზამთარში ბუნებრივად ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს

. მთელი წლის მანძილზე ის დაგეხმარებათ გქონდეთ სასურველი ტემპერატურა გათბობა-გაგრილების სისტემების მინიმალური გამოყენებით.

შეგიძლიათ აირჩიოთ სახურავის, იატაკების, კედლების, ფანჯრების, კარების ინსულაცია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი კედლების ინსულაციაა, რადგან ჩვეულებრივ, სახლში კედლები სითბოს 30-40%-ს კარგავენ. მეორე ადგილზე სახურავია 25%-იანი დანაკარგით, ფანჯრები და კარები კი 20%-ს კარგავენ.

თბოიზოლაციის მასალები სხვადასხვანაირია. ეს შეიძლება იყოს შალის ქსოვილის მსგავსი მატერია, რომელიც ჰაერის ბუშტებს აკავებს. ასევე, გამოიყენება ბამბა და სელიც. თბოიზოლაციის შედარებით დაბალბიუჯეტიანი გზა ფანჯრებზე სქელი ფარდების დაკიდებაც შეიძლება იყოს.

ამ საქმეში ხის მასალების გამოყენებაც დაგეხმარებათ. ხის კარი და იატაკი თქვენს სახლს სასურველ ტემპერატურას უფრო მარტივად შეუნარჩუნებს. ხელმისაწვდომია პოლიურეთანის მასალაზე დამზადებული ქაფიც, რომელიც ავსებს ფანჯრებთან, კარებთან და კედლებთან დარჩენილ სივრცეებს.

რა უპირატესობები აქვს თბოიზოლაციას?

  • ნაკლები გადასახადი – როდესაც სახლს კარგი თბოიზოლაცია აქვს, ნაკლებად გჭირდებათ გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენება. შესაბამისად, ელექტროენერგიის და გაზის გადასახადებიც ნაკლებია.
  • თერმული კომფორტის შექმნა – თერმული კომფორტი ისეთი მდგომარ
  • ეობაა, როდესაც ოთახში არსებული ზედაპირები და ჰაერი დაახლოებით თანაბარი ტემპერატურისაა. როდესაც სახლს თბოიზოლაცია არ აქვს, ჰაერის ტემპერატურა შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ მაინც შეგცივდეთ, რადგან იატაკი, კედლები, ფანჯრები და კარი ცივი იქნება. ეს კი საკმაოდ არაკომფორტულია.
  • სამშენებლო მასალების გამძლეობა – ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობის გამო სამშენებლო მასალები შეიძლება მარტივად დაზიანდნენ, გაუჩნდეთ ობი, ბზარები და ა.შ. კარგი თბოიზოლაციის პირობებში ისინი უფრო დიდხანს შეძლებენ გემსახურონ.
  • თბოიზოლაცია ხელს უწყობს ხმის იზოლაციასაც, შესაბამისად ასეთ სახლში ხმაურიც ნაკლებად შეგაწუხებთ.
  • გარემოზე ზრუნვა – გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ნაკლები ენერგიის გამოყენება გჭირდებათ სახლის გათბობა-გაგრილებისთვის, გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებთ. დათვლილია, რომ კარგი თბოიზოლაციის მქონე სახლი 45%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.