ჭერის მოწყობა – მეტი სივრცე
სახლის დაპროექტება – სახლების პროექტირება
March 15, 2019
მეტლახის დაგება
March 18, 2019

ჭერის მოწყობა – მეტი სივრცე

თითქმის ყველას სწყურია ზედმეტი სივრცე. თუკი ეს სივრცე ვერტიკალურია, ის იღებს უნიკალურ დეკორატიულ გამოწვევებს.

მაღალი ჭერი ანუ, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით – ორმაგი სიმაღლე ოთახს უფრო გრანდიოზულსა და ძვირადღირებულს აჩენს, თუმცა, ხანდახან, ის შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს, რადგან ცივი და ცარიელი ატმოსფერო შექმნას.

გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, მაღალჭერიანი ოთახის მოსაწყობად:

სიმაღლე

ოთახის ინტერიერში სივრცის ძლიერი გავლენის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ სიმაღლეს და გავხადოთ  იგი ოთახის მთავარი მიმზიდველი ცენტრი.

ყველაზე პოპულარული გზა სივრციანი ოთახის დეკორაციისთვის არის შეკიდული ჭერი, უზარმაზარი ფანჯრები, რომელიც ჭერიდან იატაკისკენაა მიმართული და გრძელი ნათურები, იმისთვის, რომ სივრცემ შექმნას სიმყუდროვის და არა სიცარიელის ეფექტი.

ნათურებმა უნდა შეძლოს იატაკსა და ჭერს შორის შექმნილი უზარმაზარი სივრცის გარკვეულწილად შევსება და ყურადღების მიზიდვა. იგი უნდა გახდეს კერის წერტილი, მთავარი ნაწილი ოთახში.

არ დაკარგოთ პრივატულობა

ინტეგრირებული სივრცე იძლევა გახსნილობის განცდას და ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს სტუმრებისთვისაც და ოჯახის წევრებისთვისაც, თუმცა საჭიროა შევინარჩუნოთ პრივატულობა და პირადი ოთახები გამოვყოთ სოციალური სივრცისგან.

შუშის გამოყენებით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ხმაური, იზოლირებული გავხადოთ ოთახი და დავიცვათ პირადი სივრცე.

მყუდროების შენარჩუნება

იმისთვის, რომ იგი გავხადოთ მყუდრო, საჭიროა დეკორაციაში შევიტანოთ ხის დეტალები და თბილი ფერები, ერთად ისინი ოთახს ელეგანტურობასა და სითბოს მოუტანს და შეავსებს განსაცვიფრებელი კომფორტით.

ასევე, კომფორტულ სივრცეს ქმნის ხისა და შუშის მიქსიც, რადგანაც შუშის სიკაშკაშე მთლიანად ავსებს ხის სითბოს, ეს ორი კი, ერთად ბრწყინვალე იერსახეს იძენს.

დეკორაცია

ჩართეთ კრეატიულობა და გააკეთეთ არასტანდარტული თაროები წიგნებისთვის, მცენარეებისთვის ან სულაც თქვენი კოლექციისთვის, რათა დაარღვიოთ სტერეოტიპები იმაზე, რომ მაღალჭერიანი ოთახი მყუდრო ვერ იქნება.

ამ ყველაფერს თუკი რბილ ხალიჩას, უზარმაზარ ნახატს, იდეალურად შერჩეული ზომის ავეჯს (რომელიც სასურველია, იყოს ხავერდის ან ტყავის) და გემოვნებიან ფერებს დავუმატებთ, მივიღებთ არაჩვეულებრივ სივრცეს, რომელშიც დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნო იქნება.