მეტლახის დაგება
ჭერის მოწყობა – მეტი სივრცე
March 15, 2019
კაფელის გაკვრა
March 19, 2019

მეტლახის დაგება

ადრე თუ გვიან,  საპირფარეშოში ან სააბაზანოში შესვლისას აღმოაჩენთ, რომ ისინი საჭიროებენ სასწრაფო რემონტს. ზოგჯერ არც საშუალებაა და არც დრო იმისთვის, რომ გავაკეთოთ აბაზანის მთლიანი რემონტი, მაგრამ შეგციძლია, უბრალოდ, იატაკის განახლებითაც დავკმაყოფილდეთ.

მეტლახის დაგება, ასევე, სამზარეულოსა და ჰოლშიც ძალიან მოსახელხებელია, ან ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ნესტიანობაა – ასეთი ადგილებისთვის მეტლახი იდეალური მასალაა.

სანამ დავიწყებდეთ, უშუალოდ, მეტლახის დაგებას უნდა გაიზომოს დასაგები იატაკის ფართობი. გავზომავთ ოთახის სიგრძეს, შემდეგ სიგანეს, გადავამრავლებთ და მივიღებთ საჭირო ფართობს. მაგრამ არის ერთი გარემოება – მეტლახი დაგების დროს იჭრება საჭირო ზომაზე და რჩება გამოუყენებელი ნაჭრები.

იმისთვის, რომ არ შევცდეთ და არ ვიყიდოთ ნაკლები მეტლახი, სუფთა იატაკის ფართობს ვუმატებთ კიდევ მის 10%-ს.

მეტლახის დაგების წესი

არსებობს მეტლახის დაგების ორი წესი:

1. ძველებური – როდესაც იატაკის მოჭიმვა არ კეთდება, პირდაპირ ვაგებთ მეტლახს ცემენტო-ქვიშის ხსნარზე. „რასტვორს” ვდებთ იატაკზე, ვასწორებთ ქაფჩით, მეტლახზე ჩოთქით ვუსვამთ „პვა” წებოს. თუმცა მეტლახის დაგების ამ წესს აქვს მინუსიც – რაც არ უნდა მოვინდომოთ, მეტლახის ქვეშ რჩება ცარიელი ადგილები.

2. ბევრად უფრო საიმედო წესი, თუმცა უფრო შრომატევადი – თავიდან ვაკეთებთ იატაკის მოჭიმვას, შემდეგ ვამზადებთ კაფელის წებოს. წებო მზადდება შემდეგნაირად: პლასტმასის სათლში ვასხამთ წყალს, დაახლოებით სათლის მთელი მოცულობის მეოთხედზე ვამატებთ წებოს და ვურევთ მიქსერით. შემდეგ წებო ქაფჩით გადაგვაქვს იატაკზე, ვასწორებთ და ბოლოს სპეციალური კბილებიანი შპატელის დასმით ვაშორებთ მის ზედმეტ რაოდენობას. საბოლოოდ კი, იატაკზე რჩება წებოს სწორი, თანაბარი სიმაღლის ზოლები, მხოლოდ ამის შემდეგ ვაწყობთ მეტლახს.

სიცარიელეების ამოვსება

როდესაც მეტლახის ფილებს დააგებთ და გასაშრობათ 24 სთ-ს გააჩერებთ, ამის შემდეგ, საბოლოო შტრიხების დასმის დროა, ანუ იმ სიცარიელების ამოვსების, რაც ფილების შორის რჩება.

პირველ რიგში, კარგად წაიკითხეთ ფილების ამოსალესი მასალის ინსტრუქცია, შემდეგ მოხსენით ფილებს სივრცის დამჭერები და ამოავსეთ ცარიელი ადგილები. მას შემდეგ, რაც 15-20 წუთს გააჩერებთ ფილების დასაფიქსირებლად, შეგიძლიათ აიღოთ სუფთა ღრუბელი, დაასველოთ სუფთა წყალში და ნაზი მოძრაობებით გააპრიალოთ ის ნაწილი, სადაც ზედმეტ მასალას შენიშნავთ ისე, რომ ფილებს შორის სუფთა ზოლები დარჩეს.

მეტლახის დაგების ფასი

მეტლახის დაგების ფასი იცვლება და დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე, თვითონ მეტლახის ზომებზე, დიზაინის სირთულეზე და მოსაპირკეთებელი ზედაპირის სისწორეზე. მისი დაგების საშუალო ფასი 18 ₾-ია, ხოლო აბაზანაში, რადგანაც იატაკის ფართობი მცირეა, ფასი მატულობს.

ღრმად ჩაისუნთქეთ, რადგან თქვენ უკვე შეგიძლიათ თავად დააგოთ იატაკი, თქვენივე გემოვნებით.