რა საჭიროა იყიდოთ ახალი კარადა, თუ შეგიძლიათ ძველი განაახლოთ? ავეჯის რესტავრაცია ინტერიერის გახალისების შედარებით იაფი ალტერნატივაა.
თუ ნივთის მცირე ხარვეზების გამოსწორება გსურთ და სამუშაოს განსაკუთრებული ინსტრუმენტები არ სჭირდება, ეს შეიძლება საკმაოდ სახალისო პროცესიც იყოს. აუცილებლად იამაყებთ საკუთარი თავით, როდესაც ნახავთ როგორ გარდაიქმნება ძველი და გაცვეთილი ნივთი თქვენი თანამედროვე ინტერიერის ღირსეულ ნაწილად.
რა თქმა უნდა, უმჯობესია უფრო მოცულობითი სამუშაოებისთვის პროფესიონალებს მიენდოთ. ამ შემთხვევაშიც კი, ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე სრულიად ახალი ნივთის ყიდვა.
ავეჯის რესტავრაციას, ეკონომიურობის გარდა, საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე აქვს:
უმჯობესია დრო და ფინანსები მაღალი ხარისხის, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯის განახლებას დაუთმოთ.
ხარისხიანი, ხელნაკეთი ავეჯი სერიოზული ინვესტიციაა. ისევე, როგორც თქვენი ინტერიერის სხვა ელემენტებს, პერიოდული განახლება მათაც სჭირდებათ. განსაკუთრებით, ეს ხის ნივთებს ეხებათ – ბუნებრივი ხე დროთა განმავლობაში ზიანდება, იკაწრება, უჩნდება ლაქები. ყველა ამ ხარვეზის გამოსწორება საკმაოდ მარტივია, თუ სწორ პროდუქტებს გამოიყენებთ.ასე, თქვენი ინვესტიციაც გამართლებული იქნება.
Bona შვედური კომპანიაა ასწლიანი გამოცდილებით. მან მიზნად დაისახა ხის მასალის მოვლის ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნებოდა. მათი პროდუქტები, ძირითადად, იატაკებისთვის გამოიყენება, თუმცა, ისინი შეგიძლიათ ავეჯის რესტავრაციისთვისაც გამოიყენოთ, თუ მასალა ბუნებრივი ხეა.
ავეჯის თანამედროვე მაღაზიებში ხშირად თითქმის იდენტურ ნივთებს შეხვდებით. თქვენნაირი კარადა, სასადილო სკამი ან წიგნების თარო შეიძლება კიდევ ასობით სახლში შეგხვდეთ.
რესტავრაციის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ სრულად შეუცვალოთ სტილი ამა თუ იმ ნივთს. მაგალითად, ხის ნივთებზე ლაქის წასმით შეგიძლიათ მათი ფერი და ფაქტურა შეცვალოთ. ხშირად, საკმაოდ მარტივია სკამებზე ნაჭრის ელემენტების გამოცვლაც, რაც მათ სრულიად ახალ იერს ანიჭებთ. პოპულარული გადაწყვეტილებაა კარადებისა და უჯრების სახელურების შეცვლაც – ამის გაკეთებას ერთი საათიც არ დასჭირდება, შედეგად კი ისეთ ნივთს მიიღებთ, რომელიც თქვენს სტილს უფრო მეტად შეესაბამება.
ავეჯის დასამზადებლად ყოველდღიურად უამრავი ხე იჭრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინდუსტრიული წარმოების დროს დახარჯული ენერგია და პროცესში გამოყენებული ქიმიკატები არანაკლებ ზიანს აყენებენ გარემოს.
იმ ნივთების განახლებით, რომელიც უკვე გაქვთ, თქვენ ჩვენს პლანეტას ეხმარებით.
ზოგჯერ, ნივთების ღირებულება არა მასალით, არამედ მათთან დაკავშირებული ისტორიებით განისაზღვრება. გაქვთ კარადა, რომელიც თქვენი ბავშვობის ოთახში იდგა, თუმცა ახლა საკმაოდ ძველმოდურად გამოიყურება? აჩუქეთ მას ახალი სიცოცხლე.
ბებიებისა და ბაბუების დანატოვარი ნივთები ხშირად გაცილებით უკეთესი მასალისგან არიან დამზადებულნი, ვიდრე თანამედროვე ავეჯი. ნუ იტყვით უარს ნივთებზე, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს თქვენს ოჯახში – დაინახეთ მათში პოტენციალი.