ანგარის მშენებლობა
თანამედროვე სახლის პროექტები
November 8, 2019
სამშენებლო საიტის დამზადება Dormer
November 8, 2019

ანგარის მშენებლობა

კომპანია „დორმერი“ გთავაზობთ ანგარის დაპროექტებისა და მშენებლობის სერვისს.

ანგარის მშენებლობაანგარი აეროდრომის შემადგენელი ნაწილია. ესაა ღია, გადახურული ან მიწისქვეშა კონსტრუქცია, რომელიც აღჭურვილია თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განთავსებისთვის, მათი შეკეთებისა და ფრენის წინ მომზადებისათვის.

ანგარი შესაძლოა მხოლოდ თვითმფრინავის განთავსებისთვისაც გამოიყენებოდეს, მისი მზისა და წვიმისგან დასაცავად, ზოგჯერ კი ეს დიდი ნაგებობაა, რომლის სხვადასხვა ნაწილები ოფისის, საწყობის, უშუალოდ თვითმფრინავის განთავავსების და ტექნიკური უზრუნველყოფის სივრცეებად გამოიყენება.

მწარმოებლის გათვალისწინებით, შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული, თუ როგორ ანგარში უნდა იყოს მოთავსებული თვითმფრინავი. მაგალითად, „ბოინგის“ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ მთელი რიგი სტანდარტები, რომლებსაც ანგარი უნდა აკმაყოფილებდეს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ანგარის მშენებლობისას

სივრცის სწორად გამოყენება

მშენებელმა წინასწარ უნდა იცოდეს რა ტიპის და რაოდენობის მფრინავი მოწყობილობა იქნება ანგარში განთავსებული.

თუ ანგარში განთავსებული იქნება საოფისე და სასაწყობე სივრცეები, საჭირო იქნება მათი ზომების და დამატებითი საჭიროებების (მაგ.: სველი წერტილების) გათვალისწინებაც.

ყველა ეტაპზე აუცილებელია ქვეყანაში მოქმედი და მწარმოებლის მოთხოვნილი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა და გათვალისწინება.

ტექნიკური სამუშაოები

ასევე, პროექტირების ეტაპზე უნდა განისაზღვროს საჭირო იქნება თუ არა ანგარში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. ტექნიკური სამუშაოები შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო, ან პირიქით, აუცილებელი პირობა იყოს თვითმფრინავის მთლიანი განახლების შესაძლებლობა.

სისტემური საჭიროებები

მუშაობისთვის აუცილებელია ნაგებობას მიეწოდებოდეს ელექტროენერგია, წყალმომარაგება და ზოგ შემთხვევაში სხვა რესურსებიც. ეს ყველაფერი პროექტირების ეტაპზე განისაზღვრება იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რასაც ანგარი უნდა ასრულებდეს.

უსაფრთხოება

ანგარის უსაფრთხოება მკაცრად უნდა იყოს დაცული. აუცილებელია როგორც ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ვიდეო-კონტროლი, ასევე სახანძრო სისტემების გამართული მუშაობა და მათი მუდმივი მონიტორინგი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში ანგარი შესაძლებელია ტერორისტული ან სამხედრო თავდასხმის სამიზნე გახდეს. აუცილებელია ასეთი ტიპის საფრთხეებიც იყოს გათვლილი.