ლამინატი ხის იატაკის მარტივი, იაფი და პოპულარული ალტერნატივაა. ბოლო წლებში ის განსაკუთრებულად ხშირად გამოიყენება საცხოვრებელ ბინებსა და საოფისე ფართებში.
იატაკი ნებისმიერ სივრცეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. ეს ხშირად პირველია, რაც ოთახში შესვლისას თვალში გხვდებათ. ხის იატაკი ინტერიერის დიზაინერებისთვის ყოველთვის აქტუალური იქნება მისი გამძლეობის, ბუნებრივობისა და სილამაზის გამო, ლამინატი კი საშუალებას გაძლევთ იგივე ეფექტი მიიღოთ, თუმცა გაცილებით ნაკლებ ფასად.
ლამინატის დაგების ფასი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორებია ფართის მოცულობა, მისი მდგომარეობა, იატაკის მოსამზადებელი სამუშაოები, გამოსაყენებელი მასალა, ინსტრუმენტები და ა.შ. ითვლება, რომ ლამინატის იატაკი 2-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ხის პარკეტი.
იატაკის დაგებამდე აუცილებელია ფართის შესაბამისად მომზადება. ლამინატის დაგება არასწორ იატაკზე არახელსაყრელ შედეგებს გვაძლევს – ასეთი იატაკი გამოსცემს ხმას და მალე ზიანდება. ამიტომ, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ზედაპირი მაქსიმალურად თანაბარია. შეიძლება მისი წებოცემენტით გასწორებაც.
როგორც წესი, რემონტის დროს, ლამინატის დაგება ბოლო ეტაპია, რადგან სამშენებლო სამუშაობის უკვე დაგებულ იატაკზე გაგრძელება მას მარტივად დააზიანებს.
მომზადებულ იატაკზე იგება სპეციალური ღრუბელი, რომელიც ლამინატის ბაზას წარმოადგენს. ამ ბაზაზე უკვე შესაძლებელია ლამინატის პანელების განლაგება. პანელი მარტივი დასაჭრელია და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა არასტანდარტული ფორმის ფართისთვის.
ლამინატის იატაკი სასურველია დაიგოს ისეთ სივრცეებში, სადაც ნაკლები ტენიანობაა და ნაკლებად ხვდება სითხე.
ზოგიერთ სივრცეში, ლამინატის ნაცვლად, შესაძლებელია მეტლახის გამოყენებაც, ხის იატაკის ეფექტის მისაღებად. ამ ორ მასალას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
მეტლახის იატაკი მზადდება კერამიკის, ქვის, ფაიფურის ან სხვა მასალისგან. გარეგნულად, ის ხის იატაკის იდენტურიც შეიძლება იყოს.
საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში, ხის იატაკის მსგავს მეტლახს ძირითადად, შემოსასვლელში, სასტუმრო ოთახში ან სველ წერტილებში იყენებენ. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, როდესაც მომხმარებელს უნდა ხის იატაკის ეფექტი ისეთ ადგილებში, სადაც ხის და ლამინატის დაგება არასასურველია.
მეტლახის ფასი მის მასალაზეა დამოკიდებული, თუმცა ის, როგორც წესი, ბევრად აღემატება ლამინატის ფასს. უფრო რთულია დაგების სამუშაოც. მეტლახის იატაკი უფრო უკეთესად უძლებს ცვეთას და არ ზიანდება წყლის ზემოქმედების შედეგად. ლამინატის დიდი უპირატესობა კი სითბოს შენარჩუნებაა, ამიტომ ის უფრო შესაფერისი მასალაა საძინებლებისთვის.
საბოლოო ჯამში, არჩევანი მეტლახსა და ლამინატს შორის დამოკიდებულია კონკრეტულ სივრცეზე. თუ თქვენი პრიორიტეტია წყალგამძლე, ცვეთამედეგი იატაკი, მეტლახი შესაძლოა უკეთესი ვარიანტი იყოს. ხოლო თუ თბილი, მარტივი დასაგები და დაბალბიუჯეტური იატაკი გსურთ – ლამინატი თქვენთვისაა.
იმისათვის, რომ ლამინატმა დიდხანს შეინარჩუნოს თავდაპირველი სახე, საჭიროა მისი სწორად მოვლა. ეს დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს – საკმარისია ყოველდღიურად მისი მტვრისგან გასუფთავება, კვირაში ერთხელ კი სველი წესით გაწმენდა.
მთავარია, სწორად შეარჩიოთ ხსნარები, რომელსაც სველი წმენდისთვის გამოიყენებთ. დააკვირდით შეფუთვას, ხსნარი სპეციალურად ლამინატისთვის უნდა იყოს განკუთვნილი და არა – ხის იატაკისთვის. ხის იატაკის საწმენდ სითხეებში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტი ლამინატის ზედა შრეს აზიანებს.
Bona-ს ლამინატის იატაკის მოვლის საშუალებები მაღალი ეფექტურობით და ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით გამოირჩევიან.
Bona Stone, Tile & Laminate Cleaner pH ნეიტრალური ხსნარია, რომელიც იდეალურად ასუფთავებს ლამინატის, ქვისა და მეტლახის იატაკებს. წმენდაში დაგეხმარებათ Bona Microfiber Cleaning Pad-იც, რომელიც არ აზიანებს იატაკს და გამოიყენება როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდისთვის.