შავი კარკასის რემონტი
საწყობის მშენებლობა WPC პანელებით
April 24, 2019
სივრცე კიბის ქვეშ, როგორ შევავსოთ? – 5 რჩევა
May 1, 2019

რას ნიშნავს შავი კარკასი?

ჩვენს ქვეყანაში შავი კარკასით ბინის შესყიდვა ძალიან ხშირია და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ზოგიერთ ადამიანს მოსწონ, როდესაც სახლს მისი საჭიროებებისა და მოთხოვნების მიხედვით არემონტებს. განსხვავებით თეთრი კარკასისგან, შავი კარკასი მხოლოდ ბეტონის კედლებია, რომლის გარემონტებაც ძალიან მოსახერხებელი და მარტივია სწორედ ასეთი ადამიანებისთვის.

შავი კარკასის რემონტისას საჭიროა

  • ელექტრო და სანტქენიკური გაყვანილობების დამონტაჟება;
  • საჭიროებისამებრ ოთახების რეკონსტრუქცია;
  • კედლების შელესვა და გაშპაკვლა;
  • საჭიროებისამებრ ფანჯრების გამოცვლა;
  • სადურგლო სამუშაოები;
  • კოსმეტიკური სამუშაოები;
  • პლინდუსების დამონტაჟება;
  • სხვა დამატებითი ელემენტების შეტანა, თქვენი სურვილისამებრ.

შავი კარკასის უპირატესობანი

შავი კარკასი უპირატესი ვერ იქნება იმ ადამიენბისთვის, ვისაც გამზადებულ, დასრულებულ ბინაში შესვლის სურვილი აქვს და მისთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს შიგნით ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დეტალები.

შავი კარკასი, როგორც იცით, ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე დასრულებული ბინა. ეს თქვენ საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიუჯეტის და მიხედვით გამოყოთ თანხები რემონტისთვის, შეიძინოთ ისეთი მასალა, რომელსაც გაწვდებით და გააჭინაუროთ სარემონტო სამუშაოები იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ.