რა ჯობია საკუთარ სახლს, პატარა ბაღით, თბილისის შემოგარენში? თუმცა, საქართველოში ხარისხიანი სახლის მშენებლობა არ არის მარტივი.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სახლის მშენებლობის ზოგად ეტაპებს და რჩევებს, თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით.
ძნელია რაიმე მიზნის განხორციელება, სწორი დაგეგმარების გარეშე. მნიშვნელოვანია სწორედ ჩამოაყალიბოთ თქვენი მიზნები და განსაზღვროთ შესაბამისი რესურსები.
არასწორი დაგეგმარების შემთხვევაში შესაძლოა ვერ დაასრულოთ მშენებლობა ან მიიღოთ ისეთი სახლი, რომელიც თქვენ მიზნებს არ შეესაბამება.
სახლის აშენებისთვის ბუნებრივია საჭიროა მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენითაც იწყება თქვენი მიზნის – სახლის მშენებლობის განხორციელება.
მიწის შეძენისას გაითვალისწინეთ სამი მთავარი პრინციპი: მყუდრო ადგილი, კომუნიკაციები და ლოკაციის პერსპექტივები.
ერთი შეხედვით მარტივი და საინტერესო ეტაპი შესაძლოა დიდი პრობლემის საფუძველი გახდეს. ნუ ენდობით სიტყვაზე არქიტექტორებსა და კონსტრუქტორებს.
მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია და აკონტროლეთ პროცესი, თუმცა არ მოგივიდეთ ზედმეტი და მიკრომენეჯმენტში არ გადაიზარდოს თქვენი ქმედებები.
საქართველოში ბევრი მშენებელია, თუმცა მათი უმრავლესობა, არაპროფესიონალია, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი.
ამიტომაც, პირველ რიგში მოერიდეთ ახლობლებს და კეთილისმოსურნეებს, სწორედ ასეთი სუბიექტები დაგაზიანებთ ყველაზე მეტად.
მოიძიეთ პროფესიონალი მშენებლები ან კომპანია, დაყავით მშენებლობის პროცესი ეტაპების მიხედვით და კარგად გააკონტროლეთ თითოეული ეტაპის მიმდინარეობს და სამუშაოების შესრულების ხარისხი.
კერძო სახლის ეზო უნდა იყოს მყუდრო, ეკოლოგიური, ლამაზი. რომელიმე ამ კომპონენტების არ არსებობა, თავს იჩენს მომავალში და შეგიქმნიტ დისკომფორტს.
დაკავშირებული სტატია: როგორ მოვაწყოთ ეზო?
არსებობს რემონტი, რომელიც რამდენიმე თვეში აღარ ვარგა და არსებობს რემონტი, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავის იერსახეს.
რა არის კარგი რემონტის საიდუმლო? სწორი პრიორიტეტების დასახვა და ფინანსების ეფექტური გამოყენება.